კახა კალაძე - მიხარია, რომ თბილისში საპარკე კულტურა დამკვიდრდა

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას შეხვდა. წინასაარჩევნო შეხვედრა დედაქალაქის საკრებულოში რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზურაბ აბაშიძესთან ერთად, ვერის ბაღში გაიმართა.

თბილისის მერობისა და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე რაიონში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრეს და მათ სამომავლო გეგმები გააცნეს. ასევე, ადგილობრივებს ვერის ბაღის შემდგომი რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და პროექტში მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდეს.

“ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. მომდევნო ოთხი წელი კი იქნება კიდევ უფრო მეტი აღმშენებლობისა და განვითარების. მსიამოვნებს, როდესაც მოწესრიგებულ სკვერებსა და პარკებში ყველა ასაკის ადამიანს შეხვდებით. რა თქმა უნდა, ეს კულტურა შემოვიდა და ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ამ ყველაფერს ბიძგი ჩვენს მიერ გაკეთებულმა საქმეებმა, განახლებულმა სკვერებმა მისცა. ასეთი იქნება ვერის ბაღიც, როდესაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება. პროექტის განხორციელებაში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები გვეხმარებიან და სამუშაოებს ძალიან მალე დავიწყებთ. ზურაბ აბაშიძის მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საკრებულოში უნდა იყოს უმრავლესობით წარმოდგენილი, რათა შევძლოთ იმ დაპირებების შესრულება, რაზეც გესაუბრებით და რომლებიც პროექტების სახით გვაქვს წარმოდგენილი”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილობრივებთან შეხვედრაზე ხაზი მთაწმინდის რაიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მნიშვნელობასა და მათი აღდგენა-რეაბილიტაციის საკითხზეც გამახვილდა. აღინიშნა, რომ მომდევნო წლებში, დედაქალაქში ისტორიული შენობების შენარჩუნებისა და რეკრეაციული სივრცეების აღდგენის მიზნით, არაერთი პროექტი განხორციელდება.

“მთაწმინდის რაიონი გამოირჩევა კულტურულ-ისტორიული დატვირთვით, ძეგლებით და განსაკუთრებით, ადამიანებით. ჩვენი ზრუნვის მთავარი საგანი სწორედ ეს არის და იქნება შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში. მე ოთხი წელი არ ვცხოვრობდი საქართველოში, ვემსახურებოდი სახელმწიფოს, ვიყავი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში. ყოველ წელიწადს, როცა მიწევდა ჩამოსვლა, ვხედავდი, თუ როგორ მიდიოდა წინ დედაქალაქში არსებული ვითარება რეკრეაციული სივრცეების კუთხით. იმდენი რაღაც გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში კახა კალაძის დამსახურებით, რომ არა პანდემია, რა თქმა უნდა, უფრო მეტიც გაკეთდებოდა. დარწმუნებული ვარ, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, კახა კალაძე და მისი გუნდი განაგრძობს მუშაობას, რომ დაწყებული პროექტები ბოლომდე მივიდეს“, - აღნიშნა მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

ვერის ბაღის რეაბილიტაციისთვის საკონსულტაციო-საპროექტო მომსახურების შესყიდვა აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ამ ეტაპზე, დაინტერესებულ კომპანიათა მიერ წარმოდგენილი წინადადებების განხილვა/შეფასება მიმდინარეობს.

მთაწმინდის რაიონში გამართულ შეხვედრებს კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა