ირაკლი კობახიძე გენპროკურორის არჩევის წესზე - გამომდინარე იქიდან, რომ ანულირებულია 19 აპრილის შეთანხმება, ჩვენ არ გვაქვს არავითარი ვალდებულება ეს სიმახინჯე ავსახოთ კონსტიტუციაში

ცვლილებების თანხმად, რეალურად გენპროკურორი ისევ 76 ხმით აირჩევა უმრავლესობის მიერ 1 წლის ვადით, რაც უკეთესია უმრავლესობისთვის, დემოკრატიის და ინსტიტუტის დამოუკიდებლობის კუთხით ეს არის სამართლებრივი სიმახინჯე, რაც ნებისმიერი კვალიფიციური იურისტისთვის ორჯერ ორი ოთხია,- ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების იმ პუნქტის კომენტირებისას განაცხადა, რომელიც გენპროკურორის არჩევის წესს ადგენს.

მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შემდეგ არანაირი ვალდებულება არ აქვს "ეს სიმახინჯე კონსტიტუციაში ასახოს". კობახიძის განცხადებით, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დისკუსიის შედეგად გადაწყდება, დარჩება თუ არა ჩანაწერი პროექტში.

"პირველ ორ საკითხზე არის სრული თანხმობა პოლიტიკურ პარტიებს შორის და პირველი მოსმენით ყველა მხარს დაუჭერს ამ ცვლილებებს, ეს გამოიკვეთა გუშინდელ შეხვედრაზე, რომელიც შედგა ჩვენს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის. რაც შეეხება გენპროკურორის არჩევის თემას, ამასთან დაკავშირებით იქნება დამატებით დისკუსია უკვე პლენარულ ფორმატში და ამ დისკუსიის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, რამდენად დარჩება ეს პუნქტი ცვლილებების პროექტში.

ჩვენი არგუმენტები ამასთან დაკავშირებით ცნობილი იყო იმ დისკუსიის დროსაც, რომელიც გაიმართა 19 აპრილის შეთანხმების გარშემო. მაშინაც მე ვამბობდი, რომ ეს იყო სამართლებრივი სიმახინჯე, რომლის ასახვა კონსტიტუციაში არ შეიძლებოდა, თუმცა, მაშინ დისკუსიის ცალკეულ მონაწილეებს ჰქონდათ ხისტი პოზიცია და საბოლოო ჯამში მოგვიწია ამის ასახვა, მაგრამ როგორი სიმახინჯეც იყო მაშინ, ასეთივე სიმახინჯედ რჩება. გამომდინარე იქიდან, რომ ანულირებულია 19 აპრილის შეთანხმება, ჩვენ არ გვაქვს არავითარი ვალდებულება ეს სიმახინჯე ავსახოთ კონსტიტუციაში. აქ არის მარტივი სამართლებრივი ლოგიკა, ისევ 76 ხმით აირჩევა რეალურად გენპროკურორი ამ ცვლილებების თანხმად უმრავლესობის მიერ 1 წლის ვადით, რაც არის უკეთესი უმრავლესობისთვის, ანუ დემოკრატიის და ინსტიტუტის დამოუკიდებლობის კუთხით ეს არის სამართლებრივი სიმახინჯე, რაც ნებისმიერი კვალიფიციური იურისტისთვის ორჯერ ორი ოთხია, არც ოპოზიციას აძლიერებს, ინსტიტუტს ასუსტებს და ზოგადად სამართლებრივად სრული ნონსენსია, რაც ახლა არის ჩაწერილი კანონპროექტში,"- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ასეთივე სიმახინჯეა ცესკო- ს თავმჯდომარის არჩევის წესიც, რომელიც კანონში ჩაიწერა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს