ირაკლი კობახიძე - მადლობა მიხეილ სააკაშვილს მორიგი საჩუქრისთვის

მადლობა მიხეილ სააკაშვილს მორიგი საჩუქრისთვის,- ასე ეხმიანება პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას მისი საქართველოში დაბრუნების თაობაზე.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საარჩევნო გარემო მშვიდია და ასეთ დროს როგორც წესი, ამომრჩევლის მობილიზება რთულდება, ამიტომ სააკაშვილის განცხადება მათი მობილიზებისთვის დროული იყო.

"აბსოლუტურად გულწრფელად შემიძლია გითხრათ, ეს არის მორიგი წინასაარჩევნო საჩუქარი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. ჩვენ ეს გვამობილიზებს, ჩვენს მხარდამჭერებს ამობილიზებს, მადლობა მას მორიგი საჩუქრისთვის. ეს ხელს შეგვიწყობს მხარდამჭერების მობილიზებაში და დადებითად აისახება ჩვენს საარჩევნო შედეგზე. ცოტა მდორედ წარიმართება ეს არჩევნები მოგეხსენებათ, რაც კარგია, რადგან მშვიდი საარჩევნო გარემოა, ამიტომ მობილიზაცია უფრო რთულია ხოლმე მშვიდ საარჩევნო გარემოში, ამიტომ სააკაშვილის განცხადება იყო ძალიან დროული,"- განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, თუკი სააკაშვილს ჩამოსვლის შემთხვევაში დააკავებენ, შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები, კობახიძე პასუხობს, რომ "ძალიან ლამაზად".

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" მოიგებს არჩევნებს და "2024 წლამდე მშვიდად განვაგრძობთ ცხოვრებას". მას ასევე ჰკითხეს, იმ შემთხვევაში, თუკი სააკაშვილი ჩამოვა საქართველოში, ხომ არ შეეწირება ვინმეს თანამდებობა მის დაკავებას, რაზეც კობახიძემ კითხვითვე უპასუხა - "როგორ ფიქრობთ, ღარიბაშვილისგან ელოდებით ისეთივე ღალატს, როგორიც გახარიამ ჩაიდინა? ეს არის ღიმილისმომგველი."

"პრემიერი აღარ არის გახარია, მელია არ დააკავა და სააკაშვილს რას დააკავებდა. რომ ყოფილიყო პრემიერი გახარია, სააკაშვილს კიდევ შეიძლება ეს გაებედა, აქედან გამომდინარე სააკაშვილს მიეჩინება ადგილი იქ, სადაც არის მისი ადგილი,"- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში ჩამოსვლას აანონსებს. სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლისკენ უცხოეთში მყოფ სხვა მოქალაქეებსაც მოუწოდებს და აცხადებს, რომ დაპატიმრების არ ეშინია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა