ხატია დეკანოიძე მმართველ გუნდს - 43%-იანი ზღვარი, რომელზეც ამბობთ, რომ ეს თქვენთვის საინტერესო აღარაა, მაშინ რატომ საუბრობთ ყოველდღიურად ამაზე? ამ პოლიტიკურ ბარიერს თქვენ ვერ გადალახავთ!

43%-იანი ზღვარი, რომელზეც ამბობთ, რომ ეს თქვენთვის საინტერესო აღარაა, მაშინ რატომ საუბრობთ ყოველდღიურად ამაზე? ამ პოლიტიკურ ბარიერს თქვენ ვერ გადალახავთ! - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველას ერთად, დღეს აქვს ერთი ისტორიული ამოცანა - ქვეყნის მომავლის გადარჩენა.

„მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და „ქართული ოცნების“ უმრავლესობას მივულოცო ამ კლეპტოკრატიულ, ოლიგარქიულ რეჟიმში მათი უფროსის მიერ გაცხადებული პრორუსული კურსის კიდევ უფრო განმტკიცების ელემენტები, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვიხილეთ. ამ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაში, როცა დღეში დაახლოებით 70-მდე ადამიანი გვიკვდება, როცა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მართოს პანდემია, როცა ჩავარდნილია ვაქცინაცია, ჩვენ რას ვხედავთ? ვხედავთ, რომ პრემიერ-მინისტრი, რომელსაც მხოლოდ ერთადერთი შიში აქვს, როგორ გააგდებს ბიძინა ივანიშვილი მეორედ, ეს პრემიერ-მინისტრი დადის და ადამიანებს მიმართავს ცინიკურად. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ, უმრავლესობის წარმომადგენლებო და ხელისუფლებავ, საერთოდ არ გედარდებათ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა, მათი სიცოცხლე, ამ ქვეყნის ევროპული კურსი.

კარგად გვახსოვს ღარიბაშვილის განცხადებები, რომ თურმე უფრო კარგი სასამართლო გვქონია, ვიდრე ევროკავშირს აქვს, თურმე საქართველოს ხელისუფლებას არ აინტერესებს ჩვენი პროდასავლური კურსი, ამიტომ, დიახ, ჩვენ დღეს, ყველას ერთად, გვაქვს ერთი ისტორიული ამოცანა, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის მომავლის გადარჩენა. ღარიბაშვილი ერთხელ ბიძინა ივანიშვილმა გააგდო და დარწმუნებული ვარ, მეორედ რომ გააგდებს, იმავეს მიუგებთ მას, რასაც წინა პრემიერზე ამბობთ. როცა საუბრობთ პროკურორის არჩევის წესის, თქვენ მიერ ინიცირებული პროექტის შეცვლაზე, როდესაც საუბრობს, რომ თურმე ამ ქვეყნაში უკეთესი სასამართლო გვქონია და კანონის უზენაესობაა, ვიდრე ევროპის კავშირში, ყველას კარგად უნდა გახსოვდეთ, როგორია ჩვენი თანამოქალაქეების მდგომარეობა ყოველდღიურად.

როცა ბატონო ირაკლი, საუბრობთ იმაზე, თურმე, არ მოგწონთ პროკურორის არჩევის წესი, შეგახსენებთ, რომ თქვენი ხელმოწერაა ზუსტად ამ ინიცირების პროექტზე. ამიტომ 2 ოქტომბერს, რეფერენდუმზე ნამდვილად გამოჩნდება თქვენი პოლიტიკური და ფსიქოლოგიური ბარიერი, რომელსაც თქვენ ვერ გადალახავთ.

აქ მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და საზოგადოებას ვუთხრა, რა ხდება დღეს, მაგალითად, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. სუს-ი, რომელიც ჩამოყალიბდა პოლიტიკურ პროკურატურად, მათ შორის, პოლიცია ყველაფერს აკეთებს, ოპოზიციური პარტიების სიების და მათ შორის, ჩვენი „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში მყოფი ადამიანების დასაშინებლად. უვარდებიან სახლებში. მინდა ვთხოვო სახალხო დამცველს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ყურადღება გაამახვილონ ამ ფაქტებზე. მათ შორის არის მუქარა, რომ შესაძლოა მოქალაქეობა ჩამოართვან, ჩვენი ნინოწმინდის კანდიდატს. ამიტომ ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს 2 ოქტომბერს. 43%-იანი ზღვარი, რომელზეც ამბობთ, რომ ეს ყველაფერი საინტერესო აღარაა, მაშინ გკითხავთ, რატომ საუბრობთ ამაზე ყოველდღიურად? ამ პოლიტიკურ ბარიერს თქვენ ვერ გადალახავთ!“- განაცხადა დეკანოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო