ლადო კახაძე - ზოგიერთ ადამიანს, რომელიც ელოდა საქართველოში თვითმფრინავის ჩამოვარდნას, ისე როგორც სისტემის დანგრევას ელოდება, მინდა ვუთხრა, რომ კოვზი ნაცარში ჩაუვარდებათ

როგორ მესმის ზოგიერთი იმ ადამიანის, რომელიც ელოდა საქართველოში თვითმფრინავის ჩამოვარდნას, ისე როგორც სისტემის დანგრევას ელოდება დღეს რამდენიმე ადამიანი. მე მინდა ყველა მათგანს ვუთხრა, კოვზი ნაცარში ჩაუვარდებათ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ლადო კახაძემ აღნიშნა, საქართველოში არჩევნები სუფთა გარემოში ჩაივლის და მოქალაქეები მიიღებენ იმ შედეგს, რომელსაც ნამდვილად იმსახურებენ.

„ვეებერთელა მადლობა მინდა ვუთხრა ხომალდის მეთაურს თემურ თოლომაშვილს და გიორგი გიუნაშვილს, რომელთაც თავისი უმაღლესი პროფესიონალიზმით გადაარჩინეს თვითმფრინავის ბინადრები და რწმენა დაუბრუნეს კაცობრიობის იმ ნაწილს, რომელიც ურწმუნოებით იყო პროფესიონალიზმის მიმართ გამსჭვალული, რომ მაღალპროფესიონალიზმის ხელში უსაფრთხოება გარანტირებული იქნება და როგორ მესმის ზოგიერთი იმ ადამიანის, რომელიც ელოდა საქართველოში თვითმფრინავის ჩამოვარდნას, ისე როგორც სისტემის დანგრევას ელოდება დღეს რამდენიმე ადამიანი. მე მინდა ყველა მათგანს ვუთხრა, კოვზი ნაცარში ჩაუვარდებათ. სისტემა გაივლის სუფთა გარემოში და არჩევნებიც სუფთად ჩატარდება და იმ შედეგს მიიღებს ქართველი ხალხი, რომელსაც ის ნამდვილად იმსახურებს,“- განაცხადა ლადო კახაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა