ირაკლი კობახიძე - “ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელი მოაწერა ანულირებულ შეთანხმებას, სრული აბსურდი გააკეთეს და ახლა არც ასრულებენ - ასეთ ნონსენსში და პარადოქსში არიან შესული

“ნაციონალურმა მოძრაობამ” რამდენიმე დღის წინ მოაწერა ხელი ანულირებულ შეთანხმებას, სრული აბსურდი გააკეთეს და ახლა იმ ანულირებულ შეთანხმებასაც კი არ ასრულებენ, ასეთ ნონსენსში და პარადოქსში არიან შესული, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის პოზიციას გამოეხმაურა.

კითხვაზე, რატომ იყო შეჩერებული პროექტის განხილვები აქამდე და უკავშირდება თუ არა განხილვის განახლება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ხელმოწერას, კობახიძე პასუხობს, რომ შეთანხმების ანულირებისთანავე ითქვა იმის თაობაზე, რომ პროექტს აუცილებლად მიიღებდნენ. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მისი თქმით, ისინი რამდენიმე დღის წინ ხელმოწერილ ანულირებულ შეთანხმებას არ ასრულებენ.

„ჩვენ როცა გამოვაცხადეთ ეს შეთანხმება ანულირებულად, ჩავატარეთ ბრიფინგი და იმავე ბრიფინგზე ვთქვით, რომ მესამე მოსმენით მივიღებდით ამნისტიის პროექტს. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც განვიხილავთ და მივიღებთ ამ კანონპროექტს,“ - განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა