სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის გარეშე ჩატარდება, ხოლო შეჯიბრის მონაწილე ან უნდა იყოს აცრილი, ან უნდა ჰქონდეს PCR ტესტი ჩატარებული

მიღებულია გადაწყვეტილება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების ჩატარების შესახებ, ოღონდ შეჯიბრები ჩატარდება მაყურებლის გარეშე,- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა მონაწილე უნდა იყოს ან აცრილი, ან უნდა ჰქონდეს 72 - საათიანი PCR ტესტი ჩატარებული.

„მიღებულია გადაწყვეტილება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების ჩატარების შესახებ, ოღონდ შეჯიბრები ჩატარდება მაყურებლის გარეშე, მაგრამ ყველა მონაწილე უნდა იყოს ან აცრილი, ან უნდა ჰქონდეს 72 საათიანი PCR ტესტი ან 24 სთ-ის მანძილზე მოქმედი ანტიგენის ტესტი“,-განაცხადა ღიბრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა