გიორგი ვაშაძე - სააკაშვილის განცხადების მერე ალბათ "ქართული ოცნება" ყველაზე ბედნიერია, რადგან ფიქრობს ისევ საფრთხობელას შექმნის მისი სახით

სააკაშვილის განცხადების მერე ალბათ "ქართული ოცნება" ყველაზე ბედნიერია, რადგან ფიქრობს ისევ საფრთხობელას შექმნის მიხეილ სააკაშვილის სახით და ამომრჩევლის მობილიზებას გააკეთებს,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საქართველოში დაბრუნების თაობაზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ვერ წარმოუდგენია მისი მონაწილეობის გარეშე გადაწყვიტოს ხალხმა რიგგარეშე არჩევნების ბედი და მსგავს განცხადებებს ამიტომ აკეთებს, თუმცა, რეალურად ეს ხელს ოპოზიციას უშლის და "ქართული ოცნების" ამომრჩევლის მობილიზებას ახდენს.

"რეფერენდუმი ტარდება რიგგარეშე არჩევნებზე ხელისუფლების ცვლილებაზე და არა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა-არჩამოსვლაზე. ჩვენ მესამე ძალა იმისთვის ჩამოვაყალიბეთ, რომ ეს ორპოლუსიანობა როგორმე გავარღვიოთ, ჯერი არის ქართველ ხალხზე. "ქართულ ოცნებას” 43 პროცენტი არ უნდა ავაღებინოთ. სამწუხაროდ, გუშინდელი განცხადება ხელს უწყობს უფრო "ქართულ ოცნებას", ვიდრე რეფერენდუმის შედეგებს. ვთხოვ თითოეულ მოქალაქეს, გავასწოროთ ჩვენი მთავარი სამიზნე, ხელისუფლების ცვლილებების გზით წავიდეთ. ყველა კვლევით, "ქართული ოცნება" 43 პროცენტს ვერ იღებს და როგორც ჩანს, სამწუხაროდ, სააკაშვილს მისი მონაწილეობის გარეშე ვერ წარმოუდგენია, რომ ხალხმა გადაწყვიტოს რიგგარეშე არჩევნების ბედი, ამიტომ ისევ შემოვარდა ამ პროცესში, რაც ხელს უშლის ოპოზიციის გამარჯვებას,"- განაცხადა ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო