თამარ გაბუნია - ორსულებში ვაქცინაციის ტემპის კიდევ უფრო გააქტიურებაა საჭირო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ორსულებში ვაქცინაციის ტემპის კიდევ უფრო გააქტიურებაა საჭირო. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, ჯერჯერობით ვაქცინაცია დასაშვებია მხოლოდ „ფაიზერის“ დოზით.

„ორსულებში „დელტას“ შტამის გავრცელება განსაკუთრებით სწრაფი იყო. 2020 წელს ჩვენ 1300-მდე ინფექცია გვქონდა ორსულებში და აქედან მხოლოდ 1 იყო გარდაცვალების შემთხვევა. წელს ინფიცირებული ორსულების რაოდენობამ თითქმის 5 ათასს მიაღწია. ერთდროულად მიმდინარე პერიოდში 40-50-მდე არის ინფიცირებული, მდგომარეობა არის სხვადასხვა სიმძიმის, მაგრამ გარდაცვალების მაჩვენებელი იყო 0,3%, რაც საერთო სიკვდილიანობასთან შედარებით დაბალია, მაგრამ მოგეხსენებათ, რამდენად მძიმეა ორსულის და ახალშობილის გარდაცვალება, რისი შემთხვევებიც გვქონდა.

რაც შეეხება ორსულების ვაქცინაციას, მათი ვაქცინაცია მიმდინარეობს. აქტივობა არის, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მაღალია ორსულებში მოცვა. ჯერჯერობით ვაქცინაცია დასაშვებია მხოლოდ „ფაიზერის“ დოზით. იყო შემთხვევები, როდესაც ქალბატონები აიცრნენ „სინოფარმით“ ან „სინოვაკით“, შემდეგ დადგა ორსულობა და შემდეგ დოზაზე მათ მოგვმართეს იმისთვის, რომ ვაქცინა შეეცვალათ. ექსპერტების ჯგუფის დასკვნით, მათ მიეცათ საშუალება, რომ „ფაიზერის“ ვაქცინით აცრილიყვნენ. ასეთი შემთხვევებიც იყო. რა თქმა უნდა, მეტი აქტივობა არის სასურველი ორსულების მხრიდან“, - განაცხადა გაბუნიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა