ამირან გამყრელიძის განცხადებით, ოქტომბრის დასაწყისში მაღალმთიანი რაიონებისა და სოფლების დაახლოებით 332 სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში აღდგება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ოქტომბრის დასაწყისში მაღალმთიანი რაიონებისა და სოფლების დაახლოებით 332 სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში აღდგება.

როგორც გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ სკოლებში შეისწავლეს ეპიდვითარება და გადაწყვეტილება სწორედ ამის მიხედვით მიიღეს. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში ჩამოყალიბდება კრიტერიუმები, თუ რის მიხედვით და რა თანმიმდევრობით უნდა აღდგეს სწავლა მუნიციპალიტეტებსა და დიდ ქალაქებში.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან და გაცხადდა, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან აღდგება დასწრებული სწავლა მაღალმთიან და სოფლის დაახლოებით 330 თუ 332 სკოლაში. ამ სკოლებში ჩვენ უკვე ვსწავლობთ ეპიდსიტუაციას. ყველა ამ სკოლაში შევისწავლეთ, სკოლის რამდენ მოწაფეს და მასწავლებელს ჰქონდა გადატანილლი ინფექცია, რამდენი მასწავლებელია აცრილი ამ სკოლებში. ეს ინფორმაციები უკვე გვაქვს და ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რათა ჩამოვყალიბდეთ, რომ ამ სკოლებში სწავლა აუცილებლად აღდგეს. იქ საკმაოდ დაბალია ინფიცირების მაჩვენებელი.

ასევე, ჩამოვაყალიბეთ ე.წ. უსაფრთხო სკოლების და უნივერსიტეტების კონცეფცია და დღეს, ხვალ, ზეგ ეს კონცეფცია იქნება განხილული და ჩამოყალიბდება კრიტერიუმები, მაგალითად, მუნიციპალიტეტის ცენტრალურ სკოლებში ან დიდ ქალაქებში, რა მიმდევრობით და როგორ უნდა აღდგეს სწავლა. ამაზე გვაქვს ჩვენი შეხედულებები, ვჯერდებით განათლების და ჯანდაცვის სამინისტროებთან და ამას შემდეგ განიხილავს და დაამტკიცებს საკოორდინაციო საბჭო“,- განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო:ოქტომბრის დასაწყისიდან საკლასო ოთახებში სწავლა დაახლოებით 330 სკოლაში განახლდება

რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2021
დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
წინანდლის ფესტივალის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს
ქართველმა მეცნიერებმა და ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ექსპერტებმა "მწვანე გარიგების” პერსპექტივები განიხილეს
„სს ფუდმარტი“ რიგით მე-500 მაღაზიას ხსნის
სტერეო +  განცხადებას ავრცელებს