ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ჟანგბადთან დაკავშირებით პრობლემა არ არის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ჟანგბადთან დაკავშირებით პრობლემა არ არის.

როგორც გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს ქვეყანაში ჟანგბადის მოთხოვნა შემცირებულია. მისივე თქმით, კლინიკების ჟანგბადით მომარაგება ხდება როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე იმპორტირებული ჟანგბადით.

„ჟანგბადთან დაკავშირებით დღეს პრობლემა არ არის იმიტომ, რომ ქვეყანაში მოთხოვნილება შემცირდა. პიკზე გვყავდა 63 ათასი აქტიური პაციენტი, მათ შორის 8 ათასამდე იყო ჰოსპიტალში და მათ შორის ბევრი ჟანგბადდამოკიდებული. ჟანგბადის პრობლემა ქვეყანაში არ შექმნილა, მიუხედავად გაორმაგებული მოთხოვნილებისა, სახელმწიფომ უზრუნველყო, რომ ყველა სახელმწიფო დაწესებულებას, სადაც ჟანგბადი იყო საჭირო, ეს ჰქონოდა. საკმაოდ გაძლიერებულია ადგილობრივი წარმოება. ბევრ საავადმყოფოს თავისი ჟანგბადის ქარხანა აქვს. ასევე ქვეყანაში რამდენიმე ქარხნის მიერ იწარმოება ჟანგბადი”, - განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა