მედეა მეტრეველი - უტრანსპორტობამ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეების მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა

“ლელოს” ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა მედეა მეტრეველმა, საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ვატო სურგულაძემ და პარტიის ქალთა საბჭოს წევრმა ნინო ქათამაძემ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დაწესებულ შეზღუდვებსა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსახლეობის პრობლემებზე ისაუბრეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ლელო საქართველოდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, როგორც მედეა მეტრეველმა აღნიშნა, ქვეყანაში, სადაც სოციალური ფონი უმძიმესია, ცხოვრობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოქალაქეები, რომელთა კეთილღეობაზე და უსაფრთხოებაზე განსაკუთრებული ზრუნვა ხელისუფლების უპირველესი ვალდებულებაა. მით უფრო პანდემიის პერიოდში, როდესაც ამ ადამიანებს ახალი საჭიროებები გაუჩნდათ.

“განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის დღის ცენტრების რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამების უწყვეტობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, თუმცა ცენტრები სრულყოფილად ვერ მუშაობენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებულია და მშობლებს უწევთ ერთდროულად მშობლის, ფსიქოლოგისა და მასწავლებლის მოვალეობების შესრულება. ამავდროულად, ამ პირთა ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლა ფაქტობრივად შეუძლებელია. აღარაფერს ვამბობთ დღის ცენტრების მომლოდინეთა რიგებში ბავშვების დაფინანსების, მშობელთა მხარდაჭერის პროგრამებისა და ადაპტირებული გარემოს არ არსებობაზე,”- აღნიშნა მეტრეველმა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ საკოორდინაციო საბჭომ ისე მიიღო გადაწყვეტილება 13 სექტემბრამდე საზოგადეობრივი ტრასპორტის შეზღუდვების გადავადებაზე, რომ არც კი უხელმძღვანელია შშმ პირთა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების, მოზარდებისა და მათი მშობლების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რომელთა ყოველდღიური ცხოვრება კიდევ უფრო მეტად გართულდა პანდემიის და საყოველთაო ვაქცინაციის პერიოდში. მარტოობაში მყოფი შშმ პირებთან ვეღარ დადიან პერსონალური ასისტენტები, პრობლემა შეექმნა გამცილებლის სერვისს და სხვა პროგრამებს.

მეტრეველმა ხელისუფლებას მოუწოდა, მიიღოს დროული გადაწყვეტილება მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის თაობაზე და ამავდროულად, გაამკაცროს შესაბამისი რეგულაციების მონიტორინგი.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება