კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა პლენარულ სხდომაზე მიმდინარეობს

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს.

განხილვა პირველი მოსმენით მიმდინარეობს. კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტს, რომლის მიღებას, სულ მცირე,113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, პარლამენტს “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი აცნობს. საკონსტიტუციო პროექტი 91 პარლამენტარის ინიციატივაა.

ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.

პროექტის მიხედვით, პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნების საფუძველზე, პარლამენტის წევრთა მანდატები იმ პოლიტიკურ პარტიებზე განაწილდება, რომელიც ხმების 2%-ს მიიღებს. საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, ხოლო ე.წ. გაუნაწილებელი მანდატები უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებს დარჩება.

ამავე ცვლილებებით, მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა ოთხზე ნაკლები არ უნდა იყოს.

რაც შეეხება გენერალური პროკურორის არჩევასთან დაკავშირებულ კვორუმს, პარლამენტში წარდგენილი პროექტით, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტს გენერალური პროკურორის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით არჩევის შესაძლებლობა ექნება. თუკი პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, ასეთ შემთხვევაში, მას სრული შემადგენლობის უმრავლესობით დაამტკიცებენ. სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა ერთი წელი იქნება.

ამასთან, როგორც პოლიტიკურ ძალებს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად გახდა ცნობილი, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები, შესაძლოა, გენერალური პროკურორის ახალი წესით არჩევასთან დაკავშირებული ნორმის გარეშე მიიღოს.

გენერალური პროკურორის 3/5-ის უმრავლესობით არჩევის საკითხი სწორედ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გადაწყდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა