მამუკა მდინარაძე - მესამე ძალა უნდა იყოს ერთი და საქართველოშია 6, არ გამოდის, უნდა ჩამოყალიბდნენ

ჩვენ გვყავს საქართველოში დაახლოებით 5-6 "მესამე ძალა". მესამე ძალა უნდა იყოს ერთი და აქ არის 6. არ გამოდის, უნდა ჩამოყალიბდნენ, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია საბოტაჟით არის დაკავებული და რეალურად, არჩევნების მეორე დღისთვის ემზადება.

“ვინც რა არ უნდა იძახოს, რომ მოგებულები არიან, ამას ამომრჩეველი წყვეტს, ჩვენ ვიცით რეალური კვლევების შედეგები, ჩვენ საქმეს ვაკეთებთ, შეიძლება იდეალურები არ ვიყოთ, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, ქართული საზოგადოების ინტერესს და საჭიროებებს მოვარგოთ ჩვენი მოქმედებები. რა თქმა უნდა, არის შეცდომები, მაგრამ არის უამრავი პოზიტივი. ეს არის მთავარი რას აკეთებს ხელისუფლება და რას ოპოზიცია. სანამ საბოტაჟით იქნებიან დაკავებული, თვითონ რომ ჰგონიათ და უნდათ ისეთ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებენ. მესამე ძალა ვინ იქნება, ამას გადაწყვეტს ამომრჩეველი და თუ პოლიტიკური ველიდან "ნაცმოძრაობას" ვიღაც ჩააჩოჩებს, ესეც გასაგებია, ჩვეულებრივი მოვლენა შეიძლება იყოს, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით მთავარი ოპოზიციური ძალა არის "ნაცმოძრაობა", რომელიც საბოტაჟით არის დაკავებული და ისიც და სხვა პარტიებიც ემზადებიან არჩევნების მეორე დღისთვის და არა არჩევნებისთვის,"- განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა