დიმიტრი ხუნდაძე - ოპოზიციისთვის არჩევნების ჩატარების წესზე ჩანაწერი იქნება ქუჩაში აურზაურის მოწყობის წახალისება, არადა ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა

ოპოზიციისთვის ასეთი ჩანაწერი იქნება ქუჩაში აურზაურის მოწყობის წახალისება, არადა ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და მას თამაშისა და ექსპერიმენტებისთვის არ სცალია ,-ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

მისი თქმით, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებების განხილა მიმდინარეობს, თითოეულ დეტალს სჭირდება უფრო ღრმა ანალიზი, კარგი დაკვირვება და სწორი გადაწყვეტილება.

„რაც შეეხება ცვლილებებს, რომელსაც გვთავაზობთ, ეს არის საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით ფრაქციების შექმნის საკითხი და პროკურორის არჩევის ახლებური წესის განსაზღვრა, ამას ჩვენ და ჩვენი თანამოაზრებიც ვეთანხმებით, მაგრამ ერთი საკითხი მაინტერესებს და უფრო მეტი ინფორმაცია მინდა. ეს შეხება იმას, რაც დავით უსუფაშვილმა გააჟღერა და რაზეც საკმაოდ მძაფრი, პრინციპული პოზიცია გვქონდა ჩვენ იმ დროს, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებები წინა მოწვევის დროს იხილებოდა. მაშინ ხან მეამბოხები გვიწოდეს, ხან ურჩები. ეს ეხება ყოველი შემდგომი არჩევნების ჩატარების საკითხს. მაშინ ჩვენ ჩავდეთ ნორმა, რომ ყოველი შემდგომი არჩევნები არსებული წესით ჩატარდებოდა. ჩვენი პრინციპულობა განპირობებული იყო არა სიჯიუტით, არამედ იმ რისკებით, რომ ოპოზიცია შეეცდებოდა თავისი ჩვეული მეთოდებით პროცესი ქუჩაში გადაეტანა და მათ ეს ჩანაწერი წაახალისებდათ. ამ რისკებს ვხედავთ დღესაც, მაგრამ გულწრფელად მინდა გითხრათ, რადგან ეს არის პირველი მოსმენის საკითხი, ჩვენ ისევ კომპრომისულ განწყობას მოვიშველიებთ ჩემი და ჩემი თანამოაზრეების მხრიდან. ჩვენი შემდგომი პოზიციაა, რომ პირველ მოსმენას მხარს დავუჭერთ, მაგრამ მეორე მოსმენის დროს უფრო მეტ დეტალს მოვითხოვთ, რომ ეს რისკები რისკებად არ დარჩეს. ეს ოპოზიციის ხელში მათი ჩვევებიდან და განწყობებიდან გამომდინარე, რეალური რისკებია. მათთვის ასეთი ჩანაწერი იქნება ქუჩაში აურზაურის მოწყობის წახალისება, არადა ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და მას თამაშისა და ექსპერიმენტებისთვის არ სცალია“,-განაცხადა ხუნდაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო