თინა ბოკუჩავა ირაკლი კობახიძეს - თქვენი რიტორიკით გამოიყურებით, როგორც ავტოკრატიული რეჟიმის მარიონეტი

ბატონო ირაკლი, დღეს თქვენ თქვენი რიტორიკით გამოიყურებით, როგორც ავტოკრატიული რეჟიმის მარიონეტი, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ უმრავლესობის ლიდერს, ირაკლი კობახიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ.

როგორც ბოკუჩავამ განაცხადა, როდესაც კობახიძე შეთანხმებიდან გასვლის მცდელობას ამართლებს, გამოიყურება როგორც „ავტოკრატიული რეჟიმის მარიონეტი, რომლის საგარეო კურსი არ არის დასავლეთისკენ“.

„როდესაც თქვენ პოლიტიკური კონსენსუსის მნიშვნელობის ნიველირებას ახდენთ, თქვენ გამოიყურებით როგორც ავტოკრატიული რეჟიმის მარიონეტი; როდესაც თქვენ ამბობთ, რომ მნიშვნელოვანი არ არის, როდესაც ქვეყნის მთავარი ბრალმდებელი ივანიშვილის პირადი ადვოკატი კი არ იყოს, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შეთანხმებული პიროვნება იყოს, რომელსაც ექნება საზოგადოებრივი ნდობა, თქვენ გამოიყურებით როგორც ავტოკრატიული რეჟიმის მარიონეტი. როდესაც თქვენ ამართლებთ თქვენი მხრიდან ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მიერ შემდგარ დოკუმენტზე გასვლის მცდელობას, თქვენ გამოიყურებით როგორც ავტოკრატიული რეჟიმის მარიონეტი, რომლის საგარეო კურსი არ არის ევროპისკენ, ნატო-სკენ, დასავლეთისკენ, არამედ არის რუსეთისკენ“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა