ირაკლი კობახიძე ოპოზიციას - 1%-იც რომ ავიღოთ ამ არჩევნებზე, არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება - სააკაშვილი რომ ჩამოვიდეს, მოხვდება შესაბამის დაწესებულებაში, ქუჩაში გამოხვალთ - შეხვალთ უკან სახლებში

გვაქვს ყველანაირი რესურსი და საშუალება, საერთოდ საბაბიც არ დავუტოვოთ არავის რიგგარეშე არჩევნებზე საუბრის: 1. ერთი პროცენტიც რომ ავიღოთ ამ არჩევნებზე, არავითარი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იქნება; 2. სააკაშვილი რომ ჩამოვიდეს მოხვდება შესაბამის დაწესებულებაში; 3. ქუჩაში გამოხვალთ - შეხვალთ უკან სახლებში და ა.შ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

როგორც კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, არჩევნები 2024 წლამდე არ ჩატარდება, შესაბამისად, ოპოზიცია იმაზე უკეთესად უნდა მოემზადოს, ვიდრე დღეს თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება.

,,თავის დროზე 8 მარტის შეთანხმებაში იყო ასახული პუნქტი, რომელიც გულისხმობდა რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას იმავე სისტემით 2024 წლამდე, ამ შემთხვევაში უნდა არჩეულიყო პარლამენტი 2024 წლის ჩათვლით. შემდეგ ეს ყველაფერი შეიცვალა 19 აპრილის შეთანხმებით, დოკუმენტი ანულირებულია, თუმცა ერთი რამ მინდა გითხრათ, ამ პუნქტმა დაკარგა პოლიტიკური აქტუალობა, დღეს ყველა კარგად ხედავს, რომ გვაქვს ყველანაირი რესურსი და საშუალება საერთოდ საბაბიც არ დავუტოვოთ არავის რიგგარეშე არჩევნებზე საუბრის. 1. ერთი პროცენტიც რომ ავიღოთ ამ არჩევნებზე, არავითარი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იქნება 2. სააკაშვილი რომ ჩამოვიდეს, მოხვდება შესაბამის დაწესებულებაში, 3. ქუჩაში გამოხვალთ - შეხვალთ უკან სახლებში და ა.შ. პოლიტიკური აქტუალობა მთლიანად დაკარგა იმ ჩანაწერმა, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს. არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, 2024 წლისთვის მოემზადეთ იმაზე უკეთესად, ვიდრე დღეს ემზადებით ამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება