ირაკლი კობახიძე ოპოზიციას - სჯობს, უფრო მეტად გააქტიურდეთ, სხვა რაღაცებს რომ არ დააბრალოთ თვითმმართველობის არჩევნებში მორიგი მარცხი

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ არჩევნებისთვის, ოპოზიცია ცოტა პასიურობს და სჯობს, რომ უფრო მეტად გააქტიურდეთ, შემდეგ სხვა რაღაცებს რომ არ დააბრალოთ თქვენი მორიგი მარცხი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში,- ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე.

ამასთანავე, კობახიძის განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვა არჩევნების შემდეგ გაიმართება, რადგან მმართველი პარტია აქტიურად არის ჩართული წინასაარჩევნო პროცესში, მათი მობილიზება პლენარულ სესიებზე რთულია, და სწორედ ამის გამო საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მხოლოდ არჩევნების შემდეგ განიხილება.

„ჩვენ ვართ მთლიანად გადართული საარჩევნო რეჟიმზე, დღესაც კი ძალიან გაგვიჭირდა დეპუტატების შეკრება, გამომდინარე იქიდან, რომ მაჟორიტარები არიან რეგიონებში, არამაჟორიტარები არიან შესაბამის საარჩევნო ოლქებში, მუშაობენ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, პარლამენტს მოუწევს იმ რეგულაციით სარგებლობა, რომელიც არის განსაზღვრული რეგლამენტში და რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში სხდომები, როგორც წესი, არ ტარდება. სხდომები განახლდება, ბუნებრივია, არჩევნების შემდეგ და ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ მეორე მოსმენით მივუბრუნდეთ ამ კანონპროექტის განხილვას. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ არჩევნებისთვის, ოპოზიცია ცოტა პასიურობს და სჯობს, უფრო მეტად გააქტიურდეთ რომ შემდეგ სხვა რაღაცებს არ დააბრალოთ თქვენი მორიგი მარცხი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში,“- განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა