დავით უსუფაშვილი ირაკლი კობახიძეს - მადლობა იმისთვისაც, რომ დღეს კეთილი და მოწყალე ბრძანდებით

ცხონებულ მამაჩემს ასე მკაფიოდ რომ დავერიგებინე, რა არის სისულელე, რა არის სიმახინჯე, როგორ უნდა ვიცხოვროთ და როგორ არ მივიღოთ მონაწილეობა არასწორ საქმეებში, შეიძლება, მეც კაცი გამოვსულიყავი. მადლობა იმისთვისაც, რომ დღეს კეთილი, მოწყალე ბრძანდებით, - ასე მიმართა ფრაქცია "ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა უმრავლესობის ლიდერს ირაკლი კობახიძეს პარლამენტის საშემოდგომო სესიის სხდომაზე, სადაც კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავენ.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, გაუგებარია რატომ ვერ ჩამოთვალეს ის პუნქტები, რომელზეც შეთანხმდნენ.

„ბატონო ირაკლი, თინა ბოკუჩავასგან განსხვავებით, მე მადლობა მინდა მოგახსენოთ. ცხონებულ მამაჩემს ასე მკაფიოდ რომ დავერიგებინე, რა არის სისულელე, რა არის სიმახინჯე, როგორ უნდა ვიცხოვროთ და როგორ არ მივიღოთ მონაწილეობა არასწორ საქმეებში შეიძლება, მეც კაცი გამოვსულიყავი. მადლობა იმისთვისაც, რომ დღეს კეთილი, მოწყალე ბრძანდებით და მზად ხართ, რომ შეთანხმება ბოლომდე მივიყვანოთ, მაგრამ ამ ოთხწუთიან გამოსვლაში, რა პრობლემა გაჩნდა ისეთი, რომ ვერ ჩამოვთვალეთ ის პუნქტები, რომელზეც შევთანხმდით - გენერალური პროკურორის დანიშვნის თაობაზე ვერ შეთანხმების შემთხვევაში თქვენ, თქვენი გუნდის სახელით იღებთ პასუხისმგებლობას, რომ მხარს უჭერთ იმას, რომ ამიერიდან, ამ ცვლილებების შეტანის შემდგომ ყოველი არჩევნები, როცა არ უნდა ჩატარდეს და როგორც არ უნდა ჩატარდეს ის - რიგითი, თუ მორიგი, იქნება პროპორციული, ბარიერი 2% , 4 კაცი ფრაქციაში შემდეგი ორი მოწვევა. აი ეს გაიმეორეთ იმისათვის, რომ არ იყოს გარკვეული სპეკულაციები“, - აცხადებს უსუფაშვილი.

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს. განხილვა პირველი მოსმენით მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა