გიორგი ვაშაძე - ბატონმა ირაკლიმ მაგალითები მოიყვანა ევროკავშირიდან, პროკურორს არსად ირჩევენ ასეთი კვალიფიციური უმრავლესობითო - ოდნავ რომ მივუახლოვდებით იქაური პროკურატურის ნდობას, მაშინ შეიძლებოდა ეს არგუმენტი მიმეღო

ბატონმა ირაკლიმ ბევრი მაგალითი მოიყვანა ევროკავშირიდან, თქვა, რომ პროკურორს არსად არ ირჩევენ ასეთი კვალიფიციური უმრავლესობით. ბატონო ირაკლი, ოდნავ მაინც რომ მიუახლოვდება იქაური პროკურატურების ნდობას ქართული პროკურატურა, მაშინ შეიძლებოდა ეს არგუმენტი მიმეღო, მაგრამ ოდნავ ახლოსაც არ ვართ იმ ევროპულ სტანდარტთან, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებების შედეგად, საქართველომ შესაძლოა ევროკავშირის ასოცირებული წევრობაც კი დაკარგოს.

მისივე თქმით, ქვეყანაში ცვლილებების დროა, რადგან საქართველო უმძიმეს მდგომარეობაშია.

„ბატონი ირაკლი ბევრი მაგალითი მოიყვანა ევროკავშირიდან, თქვა, რომ პროკურორს არსად არ ირჩევენ ასეთი კვალიფიციური უმრავლესობის. ბატონო ირაკლი, ოდნავ მაინც რომ მიუახლოვდება იქაური პროკურატურების ნდობას ქართული პროკურატურა, მაშინ შეიძლებოდა ეს არგუმენტი მიმეღო, მაგრამ ოდნავ ახლოსაც არ ვართ იმ ევროპულ სტანდარტთან პროკურატურის, თუნდაც სასამართლოსი, მართლმსაჯულების, სამართალდამცავი ორგანოების, რაც ევროკავშირში არის. ევროკავშირის ასოცირებული წევრი ვართ და თქვენი გადაწყვეტილებებით შეიძლება ეს ასოცირებული წევრობაც დავკარგოთ, აღარაფერს ვამბობ ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის გზაზე, რადგან თქვენ შეგიძლიათ გამოხვიდეთ და თქვათ, რომ ჩვენ ევროკავშირის დახმარება აღარ გვჭირდება, მაგარი პროკურატურა გვყავს, ძალიან მაგრად ვმართავთ ქვეყანას, მაგრამ სიმართლე ხომ არ უნდა დაიკარგოს ამ ქვეყანაზე?! სიმართლე არის ის, რომ უმძიმეს ვითარებაშია დღეს საქართველო და ამ ყველაფერს სჭირდება ცვლილება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა