კახა კუჭავა - გვაქვს და გვექნება მხარდაჭერა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეისგან და საერთაშორისო საზოგადოებისგან

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ, არის ოკუპირებული ტერიტორიები - გვაქვს და გვექნება მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოებისგან და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეისგან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ავსტრიაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კახა კუჭავას თქმით, შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრეს.

„ვისაუბრეთ იქ არსებულ მდგომარეობაზე, რომელიც ყოველდღიურად წარმოადგენს თითოეული იქ მცხოვრებისთვის საკმაოდ დიდ გამოწვევას და პრობლემას. განვიხილეთ ის ახალი გზები, თუ როგორ შეიძლება, ამ გამოწვევებს უფრო ეფექტიანად ვებრძოლოთ. გვაქვს და გვექნება მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოებისგან და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისგან“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა