კახა კალაძე - რა შუაშია სანქციები, პირველი „ქართული ოცნება“ იყო, ვინც ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, შეურაცხმყოფელი განცხადებები იყო, ელჩებისთვის დედა არ უგინებიათ, სხვა ყველაფერი იკადრეს

შეურაცხმყოფელი განცხადებები კეთდებოდა ჩვენს მიმართ, ელჩების მიმართ, პირადზე გადავიდნენ უკვე, ამასაც არ მოერიდნენ, ელჩებისთვის პირდაპირ ეთერში დედა არ უგინებიათ, სხვა ყველაფერი იკადრეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ შარლ მიშელის ხელშეკრულებას თავის დროზე ხელი არ მოაწერა, რამაც შეთანხმების ანულირება გამოიწვია. კალაძის განცხადებით, შეთანხმების ანულირება არ შეიძლება დასავლეთის მხრიდან სანქციების დაწესების მიზეზი გახდეს.

„რა შუაშია სანქციები, პირველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ იყო, ვინც ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს, ხელი არ მოაწერა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ბულინგის მსხვერპლი იყო პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ ხელშეკრულებას. ცხადია, ხელშეკრულება ვერ ჩაითვლება შეთანხმებულად, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს არ აწერდა და ემიჯნებოდა ამ ხელშეკრულებას. შეთანხმება რა არის? ორივე მხარე უნდა იყოს ხელმომწერი და ორივე მხარე უნდა ეთანხმებოდეს შინაარსს. თუ ერთი მხარე არ აწერს ხელს, ეს შეთანხმება ხომ ვერ შედგება. ცალმხრივი არაფერი არ ვარგა. არც ურთიერთობა, არც მეგობრობა და არც სიყვარული. ხომ გვახსოვს ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში როგორი შეურაცხმყოფელი განცხადებები კეთდებოდა ჩვენს მიმართ, ელჩების მიმართ, პირადზე გადავიდნენ უკვე, ამასაც არ მოერიდნენ, ელჩებისთვის პირდაპირ ეთერში დედა არ უგინებიათ, სხვა ყველაფერი იკადრეს, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ”, - განაცხადა კახა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა