პარლამენტმა პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა 126 ხმით ერთხმად, პირველი მოსმენით, კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მიიღო. მმართველი უმრავლესობის ინიციატივით და გადაწყვეტილებით, პროექტს იმ პუნქტის გარეშე ეყარა კენჭი, რომელიც გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით - პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით არჩევას ითვალისწინებს.

პირველი მოსმენით მიღებული კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტით, ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.

პროექტის მიხედვით, პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნების საფუძველზე, პარლამენტის წევრთა მანდატები იმ პოლიტიკურ პარტიებზე განაწილდება, რომელიც ხმების 2%-ს მიიღებს.

საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, ხოლო ე.წ. გაუნაწილებელი მანდატები უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებს დარჩება. ამავე ცვლილებებით, მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა ოთხზე ნაკლები არ უნდა იყოს. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი 91 პარლამენტარის ინიციატივაა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია