თეა ახვლედიანმა დისკუსიაში სახელწოდებით - “საინფორმაციო საფრთხეები და ჰიბრიდული გამოწვევები მრავალკულტურულ საზოგადოებაში” მონაწილეობა მიიღო

სახელმწიფო მიონისტრმა თეა ახვლედიანმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და ლიეტუვის წარმომადგენლებს შორის გამართული მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში სახელწოდებით - “საინფორმაციო საფრთხეები და ჰიბრიდული გამოწვევები მრავალკულტურულ საზოგადოებაში”. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ დეზინფორმაცია და პროპაგანდა 21-ე საუკუნის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რაც ხშირ შემთხვევაში საზოგადოებრივი აზრის პოლარიზების, სიძულვილის ენის წახალისების, დემოკრატიული პროცესების დაზიანებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირების მიზნით გამოიყენება.

თეა ახვლედიანმა ღონისძიების მონაწილეებს გააცნო სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტები, ამ მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და ჯერ კიდევ არსებული გამოწვევები. სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა საქართველოს მრავალეთნიკურ საზოგადოებაში მიმდინარე სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესზე დეზინფორმაციის ზეგავლენის ასპექტები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ცრუ ინფორმაციისა და მითების გავრცელების ნეგატიური შედეგები. დეზინფორმაციასთან ბრძოლისა და მისი პრევენციის თვალსაზრისით, სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა, ქმედითი ნაბიჯების გადადგმისა და სფეროში ჩართული აქტორების, დაინტერესებული პირებისა და მოსახლეობის ცნობიერების შემდგომი ამაღლების მნიშვნელობას. სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა საქართველოს საინფორმაციო სივრცის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით სამოქალაქო საზოგადოებასთან, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის აუცილებლობაზე. ქართველი და ლიეტუველი კოლეგები აღნიშნულ სფეროში სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობის კონკრეტულ გზებზე შეთანხმდნენ. მრგვალი მაგიდის დისკუსია ლიეტუვის მთავრობასთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა დეპარტამენტის მიერ იყო ორგანიზებული", - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა