ელიონორ ლაინგი - პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე განხილული იყო ის თემები, რომლებიც საქართველოს და გაერთიანებული სამეფოს ერთობლივ ინტერესშია

შესანიშნავი შესაძლებლობა იყო ერთი ერთზე გვესაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, მას შემდეგ, რაც დიდი ხნის განმავლობაში არ გვქონდა საშუალება, საერთაშორისო შეხვედრა გაგვემართა, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ელიონორ ლაინგმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე განხილული იყო ის თემები, რომლებიც საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ერთობლივ ინტერესშია.

„ძალიან ბევრს ნიშნავს, როდესაც გაქვს მოკლე და არაფორმალური შეხვედრა, სადაც შეგვიძლია, განვიხილოთ ის თემები, რომლებიც ჩვენს ერთობლივ ინტერესშია, ასევე პარლამენტთაშორისი კავშირისა და „უესტმინისტერის ფონდის დემოკრატიისთვის“ შესრულებული სამუშაო, რაც აერთიანებს ჩვენს იდეებს იმის შესახებ, თუ როგორი მნიშვნელოვანია ჩვენი დემოკრატიების მომწიფება ჩვენი ხალხის თავისუფლებისთვის“, – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ელიონორ ლაინგმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს