ნიკოლოზ სამხარაძე - პარლამენტის სპიკერების მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე არაღიარების პოლიტიკასა და ევროინტეგრაციაზე ვსაუბრობთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ავსტრიაში იმყოფება, სადაც პარლამენტის სპიკერების მეხუთე მსოფლიო კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. პარალელურად, კახა კუჭავა ორმხრივ შეხვედრებსაც მართავს.

ვენაში ვიზიტის პირველი დღე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას შეაჯამა. მისი თქმით, ღონისძიების ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საუბრის მთავარი თემები საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკა და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს, ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის სპიკერთან შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ ჩრდილოეთ მაკედონია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გამოცდილებას გაუზიარებს.

„იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც აქტიური ურთიერთობა გვაქვს და აქტიურად ვთანამშრომლობთ, უფრო დეტალურად ვსაუბრობთ იმ სფეროებზე, სადაც შეიძლება ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. ასეთი იყო ესტონეთთან, სომხეთთან, იტალიასთან შეხვედრები. თუმცა, დღეს ჩვენ ასევე გვქონდა შეხვედრები ეგვიპტის პარლამენტის სპიკერთან, კამერუნის პარლამენტის სპიკერთან, ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის სპიკერთან. ეგვიპტისა და კამერუნის პარლამენტების სპიკერებთან შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისო ფორუმებზე იმისთვის, რომ ყოველთვის ვიყოთ დარწმუნებული იმაში, რომ ეს ქვეყნები არასდროს არ წავლენ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის სპიკერთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა ნატო-ს წევრი, რომელიც ახლა იწყებს მოლაპარაკებებს ევროკავშირთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ამ მხრივ, ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენზე წინ არიან და კარგია, რომ ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ საპარლამენტო დონეზე და ასევე, სამთავრობო დონეზე, ჩვენ გვექნება მუდმივი კომუნიკაცია და მათი გამოცდილების გაზიარება მოხდება. ზოგადად, ბალკანეთი არის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ევროკავშირისთვის ბალკანეთის გაფართოება უკვე გადაწყვეტილი საკითხია და ბალკანეთის ქვეყნებთან ჩვენი ურთიერთობის ინტენსიფიკაცია ასევე, ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის არის მნიშვნელოვანი“,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2021
ვიტალი ბალა - თუ სააკაშვილის კიევში დაბრუნებასთან დაკავშირებით უკრაინისა და საქართველოს პირველ პირებს შორის შეთანხმება იქნა მიღწეული, ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლების ადრე გაკეთებული განცხადებები ბევრს არც არაფერს ნიშნავს
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს
ქართულ ბაზარზე ახალი ინოვაციური ბრენდი „მულტი“ შემოდის
BTU აბიტურიენტებისთვის და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის მასშტაბურ პროექტს იწყებს