აშშ აცხადებს, რომ „თალიბანის“ ახალი მთავრობით შეშფოთებულია

შეერთებული შტატები „თალიბანის“ მიერ წარდგენილი ახალი მთავრობის შემადგენლობით შეშფოთებულია.

„აღვნიშნავთ, რომ გამოცხადებული სახელების სია შედგება ექსკლუზიურად იმ პირებისგან, რომლებიც „თალიბანის“ წევრები ან მათთან დაახლოებული პირები არიან, მასში ქალები წარმოდგენილი არ არიან. ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ ზოგიერთი პიროვნების კავშირებითა და ნამოქმედარით,“- ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასში ასევე ხაზგასმულია, რომ შეერთებული შტატები "თალიბანს“ განსჯის თავისი ქმედებების და არა სიტყვების მიხედვით.

”ვიმეორებთ ჩვენს მკაფიო მოლოდინს: „თალიბანმა“ უნდა უზრუნველყოს, რომ ავღანეთის მიწა სხვა ქვეყნებისთვის საფრთხის შესაქმნელად არ უნდა გამოიყენონ. მსოფლიო ყურადღებით აკვირდება,“ - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა გუშინ ავღანეთის ახალი მთავრობის შემადგენლობა დაასახელა. ავღანეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას მულა მოჰამად ჰასან ახუნდი შეასრულებს, რომელიც გაეროს „შავ სიაშია“ შეყვანილი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კი სირაჯუდინ ჰაკანი იქნება, რომელიც FBI-ის მიერაა ძებნილი.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო