დავით ჭიჭინაძე - არჩევნებზე შედეგს ერთიანი კანდიდატი ნიკა მელია დადებს, ოღონდ მანამდე „წითელი ხაზები“ ოპოზიციაშია გასავლები, ყველაფერს თავის სახელი რომ დაერქვას

არჩევნებზე შედეგს ერთიანი კანდიდატი ნიკა მელია დადებს და დაიწყება კიდეც ცვლილებებიც ოღონდ მანამდე „წითელი ხაზები“ პირველ რიგში ოპოზიციაშია გასავლები, თავის სახელი რომ დაერქვას ყველაფერს - ვინ არის ხალხის მხარეს და ვის უბრალოდ ხელისუფლებაში ყოფნა უნდა "ოცნებასთან" ერთად”,- ამის შესახებ პარტია “ტრიბუნას” ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

ამასთან, როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა დამოკიდებულია არა ირაკლი კობახიძეზე ან სააკაშვილზე, არამედ ხალხზე.

“კობახიძემ ერთი კი არა, 45% -იც რომ დაიწეროს, მაინც მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება! თან მანამდე, კობახიძის "ოცნებას" წირვას გახარია გამოუტანს.

სააკაშვილი კიდევ თუ ისე დაეცა, რომ კობახიძის ალტერნატივად განიხილავს თავს, ღმერთმა ხელი მოუმართოს. მითუმეტეს, ამ ქვეყანას პერსპექტივას ვერც სააკაშვილი შეუქმნის და ეს ფაქტია.

ჩამოვიდეს რიგით ჯარისკაცად და იბრძოლოს. აქამდეც ჩამოსულიყო, უკვე დაჭერილიც იქნებოდა და გათავისუფლებულიც, დასავლეთის ჩართულობით.

მოკლედ, ვადამდელი არჩევნები არც კობახიძეზეა დამოკიდებული, არც სააკაშვილზე და არც არავიზე, მხოლოდ ხალხზე!

რადგან უკვე ნორმალურ ცხოვრებაზე კი არა, არსებობაზე, გადარჩენაზეა საუბარი!”- განაცხადა ჭიჭინაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს