ეკატერინე ტიკარაძე - ქვეყანაში ლეტალობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იკლებს და გააქტიურებულია ვაქცინაციის პროცესი

ლეტალობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იკლებს ქვეყანაში და გააქტიურებულია ვაქცინაციის პროცესი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე შემსუბუქებულია.

"დღეს გვაქვს 2571 შემთხვევა. მნიშვნელოვანია, რომ უკვე გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უსწრებს ინფიცრებულთა რაოდენობას და ჯამური რაოდენობა დღეს აქტიური შემთხვევების გვაქვს 35 000. მნიშვნელოვნად არის შემსუბუქებული ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე, თუმცა რა თქმა უნდა, პაციენტები ჯერჯერობით ინტენსიურად გადიან მკურნალობას ჰოსპიტლებში. დღესდღეობით რეანიმაციულ საწოლზე გვყავს 380 ადამიანი, 1500 ადამიანი არის ინტენსიური მოვლის საწოლზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ლეტალობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იკლებს ქვეყანაში და გააქტიურებულია ვაქცინაციის პროცესი. პირველად დოზებზე იკლებს რეგისტრაცია და მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ვაქცინა გვიცავს, გვიცავს მნიშვნელოვანი გართულებებისგან, ლეტალობისგან და მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროცესში მეტად უფრო აქტიური ჩართვა მოხდეს", - განაცხადა მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა