ეკატერინე ტიკარაძე - თურქეთში კორონავირუსის "მიუ" შტამის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ამის საშიშროებას საქართველოში დღეს ვერ ვხედავ

კორონავირუსის “მიუ” შტამთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია არ გვაქვს, თანაც არამხოლოდ ჩვენ, არამედ მთელ მსოფლიოს. ყველა ვაკვირდებით, თუ როგორი იქნება ახალი შტამის ქცევა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ახალი შტამის შესახებ უცხოელი კოლეგებისგან მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი, ყველა დეტალს საზოგადოება გაიგებს.

„თურქეთში “მიუ” შტამის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ამის საშიშროებას საქართველოში დღეს ნამდვილად ვერ ვხედავ. ამჟამად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შემდგომი შტამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ამისთვის უნდა ვიცოდეთ თუ რა ქცევით ხასიათდება კონკრეტული შტამი, როგორი ინტენსივობით ვრცელდება. რაც შეეხება მკურნალობის მეთოდს, ის არ იქნება განსხვავებული მეთოდის, შესაბამისად, ამ კუთხითაც მზად ვიქნებით. ამჟამად ვაკვირდებით იმას, რომელი ასაკობრივი ჯგუფისთვის იქნება მეტად რისკის შემცველი, რის შედეგადაც დამატებით ღონისძიებებს მივმართავთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო