პრემიერი - ნამდვილად სასიხარულოა, რომ რეგიონში პირველი "აუთლეტ ვილიჯის" მშენებლობა დაიწყო და სულ რაღაც ერთ წელში საქართველოში გაიხსნება სავაჭრო ქალაქი

ნამდვილად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ რეგიონში პირველი "აუთლეტ ვილიჯის" მშენებლობა დაიწყო და სულ რაღაც ერთ წელიწადში საქართველოში გაიხსნება სავაჭრო ქალაქი, რომელიც მოემსახურება როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ქვეყანაში ჩამოსულ მილიონობით ტურისტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "აუთლეტ ვილიჯის" პროექტის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, აღნიშნული პროექტის ღირებულება 70 მილიონია და ეს პირდაპირი ინვესტიციაა.

"კომპანია "დომუსი" ახორციელებს ამ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 70 მილიონია. ეს არის პირდაპირი ინვესტიცია. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ 2000 ადამიანი დასაქმდება, მას შემდეგ, რაც აღნიშნული სავაჭრო ქალაქი გაიხსნება. მშენებლობის პროცესში დასაქმებული იქნება 500 ადამიანი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტში ჩართულები არიან ძალიან ცნობილი ბრენდი კომპანიები, ესპანური კომპანია, რომელიც არის მადრიდის და ბარსელონას "აუტლეტ ვილიჯების" მფლობელი. ამას გარდა ამერიკული ცნობილი კომპანია, რომელიც ტოპ ათეულში შედის, მენეჯმენტში იქნება ჩართული. მთავრობა ასევე დიდ ყურადღებას აქცევს და პრიორიტეტული მიმართულებაა ტურიზმის განვითარება. 2019 წელს 9 მილიონზე მეტი ტურისტი იყო შემოსული. ასევე, კარგად მოგეხსენებათ, რომ პანდემიამ დააზარალა ტურიზმის სექტორი და ჩვენ ძალიან დიდი ოპტიმიზმი გვაქვს იმისა, რომ ეკონომიკის აღდგენა ძალიან სწრაფად ხდება. წელს უკვე მილიონი ტურისტი შემოვიდა საქართველოში, რაც ძალიან მისასალმებელია. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან სწრაფად მიმდინარეობს ეკონომიკის აღდგენა. გვაქვს 12%-იანი ზრდა და ის სიგნალი, იმპულსები, რაც მომდინარეობს ბიზნესისგან, არის საიმედო",- განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, რეგიონში პირველი „აუთლეტ ვილიჯის“ პროექტის წარდგენა საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, 2022 წელს „ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტ გრუპი“ 10 ჰექტარ ტერიტორიაზე ქალაქის ტიპის „აუთლეტ ვილიჯის“ მშენებლობის პირველ ფაზას დაასრულებს. "კომპანია "დომუსი" აღნიშნულ პროექტში „თიბისი“ ბანკის მხარდაჭერით 70 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

პროექტის პირველი ფაზის განმავლობაში აშენდება 12 500 კვ.მ კომერციული სივრცე, სადაც 70 საშუალო და მაღალ სეგმენტზე გათვლილი საერთაშორისო ბრენდი განთავსდება, ხოლო მეორე ფაზაში დაემატება 7 500 კვ.მ (40 ახალი ბრენდი).

ჯამში პროექტი 20 000 კვადრატში 110 ბრენდის განთავსებას შეძლებს. ახალ სავაჭრო სივრცესმენეჯმენტს გაუწევს მსოფლიოს ტოპ კომპანიებში შემავალი ამერიკულ-ევროპული აუთლეტმენეჯმენტ კომპანია „TORG International“-ი.

აღნიშნულმა კომპანიამ შექმნა საუკეთესო აუთლეტები ევროპის მაშტაბით და მართავს 9 აუთლეტს აშშ-ში.„აუთლეტ ვილიჯის“ არქტიტექტურული კონცეფციის მიხედვით, ყველა შენობას საკუთარი, ყველასაგან განსხვავებული და გამორჩეული ფასადი ექნება, სადაც ავთენტური, ქართული არქიტექტურული და დეკორატიული ელემენტები იქნება გამოყენებული.

„თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ დაპროექტებულია მსოფლიოში ცნობილი ესპანური არქიტექტორული კომპანიის L35 მიერ.

აღნიშნული კომპანია ითვლება მთელს ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესოდ აუთლეტების დაპროექტების კუთხით. მის ხელწერას ეკუთვნის ესპანეთის ყველაზე ცნობილი აუთლეტ ვილჯები- Roca Village-ი ბარსელონას მახლობლად და Las Rozas Village-ი მადრიდთან.

აუთლეტ ვილიჯის“ ტერიტორიაზე არესებული ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული კულინარიული კონცეფციის კვების ობიექტები ვიზიტორებს უნიკალურ გასტრონომიულ გამოცდილებას შესთავაზებს. უძველესი ქართული მეღვინეობის კულტურის პოპულარიზაციის მიზნით იგეგმება ასევე ორიგინალური კონცეფციის ღვინის ბარის გახსნაც.

„აუთლეტ ვილიჯის“ მშენებლობის პროცესში შეიქმნება 500 სამუშაო ადგილი, ხოლო სავაჭრო სივრცის სრული დატვირთვით ფუნქციონირებისას დასაქმდება 2000-ზე მეტიადამიანი. ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელებას ქვეყნის ეკონომიკისგანვითარებაში სტრატეგიული მნიშვნელობა უკავია. აუთლეტის წლიური ბრუნვა ათეულობით მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის - ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ზრდას.

ამასთანავე, „აუთლეტ ვილიჯი“ პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს როგორც რითეილ სექტორის განვითარებაზე ასევე პანდემიისპერიოდში არსებული სირთულეების დაძლევაზე, რადგან ახალი სავაჭრო სივრცე საწყობებში დაგროვილი პროდუქციის რეალიზაციის ახალ და ეფექტურ არხს წარმოადგენს.

„ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტ გრუპი“-ის პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ზრდას. საქართველოს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა ჩვენს ქვეყანაში კულტურის, ისტორიის, კულინარიის თუ ღვინის გასაცნობად ჩამოსულვიზიტორებს შესთავაზოს მსოფლიო კლასის სავაჭრო სივრცე და შოპინგ გამოცდილება - ამით გაახანგრძლივოს მათი საქართველოში ყოფნის პერიოდი და გაზარდოს ტურიზმით მიღებული შემოსავალი",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა