ესტონეთის ბაზარზე გეოგრაფიული აღნიშვნა „სულგუნის“ უკანონო გამოყენების ფაქტი აღიკვეთა

გეოგრაფიული აღნიშვნა „სულგუნის“ უკანონო გამოყენების ფაქტი ესტონეთის ბაზარზე აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ესტონეთში საქართველოს საელჩოს დახმარებით, ცნობილი გახდა, რომ ესტონეთის ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა ყველის დაცული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის - „სულგუნი“ უკანონოდ გამოყენების ფაქტს. შესაბამისი რეაგირების შედეგად, სუპერმარკეტების ქსელიდან „SELVER“ ამოღებულ იქნა დასახელება „Suluguni“-ით უფლების დარღვევით ნიშანდებული პროდუქცია.

„დარღვევაზე რეაგირების მიზნით, 2021 წლის 30 ივლისს საქპატენტმა წერილობით მიმართა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროკომისიის (DG AGRI) გენერალურ დირექტორატს. კომისიის მოთხოვნით, ესტონეთის შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლეს აღნიშნული საქმე, რის შედეგად, ესტონეთში ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის უნებართვოდ გამოყენებისა და დისტრიბუციის თავიდან აცილების მიზნით განახორციელეს აუცილებელი ზომები და ამოიღეს უფლების დამრღვევი პროდუქცია.

ევროკავშირის ტერიტორიაზე ქართული ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა ხორციელდება ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, რომლის ფარგლებში მხარეები აღიარებენ და იცავენ ერთმანეთის გეოგრაფიულ აღნიშვნებს, ხოლო მათზე უფლებების დარღვევის შემთხვევაში, ატარებენ შესაბამის ადმინისტრაციულ ქმედებებს.

საქპატენტი აქტიურადაა ჩართული ქართული ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების საქართველოს საზღვრებს გარეთ დაცვის საკითხებში, რათა აღიკვეთოს ქართულ აღნიშვნებსა და დასახელებებზე უფლებების დარღვევების და მათი რეპუტაციისთვის ზიანის მიყენების ფაქტები“, - ნათქვამია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა