თემურ მიქელაძე - სიკვდილიანობის მაღალი პროცენტი 60 წელს გადაცილებულ ადამიანებშია - ყველა კოლეგას, 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს მოვუწოდებ, დროულად ჩაერთონ ვაქცინაციის კამპანიაში

სიკვდილიანობის მაღალი პროცენტი, სწორედ 60 წელს გადაცილებულ ადამიანებშია - თითოეული ჩვენგანის მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ მოსახლეობის ეს კატეგორია მაქსიმალურად გადავარჩინოთ, - ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თემურ მიქელაძე კოლეგებს და 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობას იმუნიზაციაში ჩართვისკენ მოუწოდებს.

„თითოეული ჩვენგანის მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ 60 წელს გადაცილებულების ასაკობრივი ჯგუფი მაქსიმალურად მოვიცვათ. როგორც მოგეხსენებათ, სიკვდილიანობის მაღალი პროცენტი, სწორედ 60 წელს გადაცილებულ ადამიანებშია. ამას არ სჭირდება განსაკუთრებული მტკიცებულება. მინდა ყველა კოლეგას, 60 წელს გადაცილებულ ადამიანს, ყველას მოვუწოდო, მაქსიმალურად დროულად ჩაერთონ ვაქცინაციის კამპანიაში. ვინც ვაქცინირებული იქნება, თვითონ ურჩიოს თავის მეზობელს.

მოგეხსენებათ, საზოგადოებრივ ჯანდაცვაში, ვაქცინაციაზე მაღალი სარგებელი, ე.წ. ინტერვენცია ჯერ არ გაკეთებულა მსოფლიოში. თითოეული ჩვენგანის მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ მოსახლეობის ეს კატეგორია მაქსიმალურად გადავარჩინოთ“,-აღნიშნავს მიქელაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო