სოზარ სუბარი - სააკაშვილმა თქვა, რომ ევროპაში ვიღაცებს მისი დანაშაულის არ სჯერა - სჯერა სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულების დირექტორს, რომელსაც მისთვის კომფორტული საკანი აქვს გამზადებული

სააკაშვილმა თქვა, რომ ევროპაში ვიღაცებს მისი დანაშაულის არ სჯერა, მე ვიცი, ვის სჯერა - სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულების დირექტორს, რომელსაც მისთვის კომფორტული საკანი აქვს გამზადებული, - ასე ეხმიანება “ქართული ოცნების” დეპუტატი სოზარ სუბარი ჟურნალისტებთან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში დაბრუნების დაანონსებას.

სუბარის თქმით, სააკაშვილი საქართველოში ვერ დაბრუნდება.

"ოპოზიციას რომ არჩევნებში მოგების ან არჩევნებში რაიმე წარმატების მიღწევის იმედი ჰქონდეს, ისინი გავიდოდნენ და ხალხს შეხვდებოდნენ. არც ერთი ოპოზიციური პარტია ხალხთან არ დადის, აქედან ჩანს, რომ მათ ხელი აქვთ ჩაქნეული და ერთადერთი იმას ცდილობენ, რომ შექმნან იმიტაცია, თითქოს არჩევნები გაყალბდება, რომ 3 ოქტომბერს აქციები მოაწყონ, მაგრამ ვერც მაგას მოაწყობენ. მეორე - სააკაშვილს რამდენჯერაც შეეკითხებით, რომელ რიცხვში ჩამოვა, პასუხს ვერ მიიღებთ, რადგან ვერ ჩამოვა და მესამე - რამდენიმე დღის წინ მან თქვა, რომ ევროპაში ვიღაცებს მისი დანაშაულის არ სჯერა, მე გეუბნებით დაზუსტებით, ვის არ სჯერა არ ვიცი, მაგრამ ვიცი ვის სჯერა, სჯერა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-12 დაწესებულების დირექტორს, რომელსაც გამზადებული აქვს მისთვის კომფორტული საკანი, სადაც არ იქნება წამება, არის ნორმალური კვება და თუ დასჭირდა ექიმის დახმარება, არის ნორმალური ჯანდაცვა”, - განაცხადა სუბარმა.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება გუშინ კიდევ ერთხელ დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნების დროს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ უცხოელ კოლეგასთან მეგობრული ურთიერთობა აქვს, არავის ფარად აფარებას არ აპირებს, მათ შორის არც ევროპარლამენტარების.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს