კახა კუჭავა ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა, რომელიც ავსტრიაში პარლამენტის სპიკერთა მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს, ორმხრივ შეხვედრებს მართავს, რომლის ფარგლებშიც, ის ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე მდგომარეობის, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების და განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრეს.

„ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რათა ჯგუფის წევრებს დაესვათ კითხვები და მიეღოთ პასუხები. ვისაუბრეთ თითქმის ყველაფერზე, რაც მათი ინტერესის საგანს წარმოადგენს. მთავარი განხილვის საგანი იყო ოკუპირებული ტერიტორიები და იქ არსებული მდგომარეობა, ის თუ როგორ შეიძლება, ვებრძოლოთ ამ გამოწვევას. ამავე დროს, განვიხილეთ ის მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, რომელიც დღის წესრიგში დგას საქართველოში და ის საკითხები, რომელზეც ვაპირებთ ვიმუშაოთ როგორც ახლო მომავალში, ისე გრძელვადიანი პერსპექტივაში. მათთვის მნიშვნელოვანი იყო, როგორ მივდივართ რეფორმების კუთხით და ბევრი სხვა საკითხი, რომელიც დღეს არის აქტუალური საქართველოში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს