რომან გოცირიძე - ვნახეთ, რა ფასი აქვს "ქართული ოცნების" სიტყვას, მან მოატყუა ამომრჩეველი და საერთაშორისო პარტნიორები

გამოხმაურება, რაც ევროკავშირისა და აშშ-ს მხრიდან გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას მოჰყვა, ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების ნდობა არ შეიძლება, - ეს განცხადება პარლამენტში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ გააკეთა.

გოცირიძის შეფასებით, ხელისუფლების რეპუტაცია უკიდურესად შეილახა, რაც მის მიმართ ნდობის დაკარგვას ნიშნავს.

"გუშინ კიდევ ერთხელ ვნახეთ, თუ რა ფასი აქვს "ქართული ოცნების" სიტყვას. მან მოატყუა ამომრჩეველი, მოატყუა საერთაშორისო პარტნიორები და გავიდა შეთანხმების იმ ნაწილიდან, რომელიც გენერალური პროკურორის მაღალი კონსენსუსით არჩევას ითვალისწინებდა. გენერალური პროკურორის არჩევის საკითხი მხოლოდ ინსტიტუტების გაძლიერების კონტექსტში არ ჯდება - მას უფრო შორს მიმავალი შედეგები აქვს, მათ შორის ეკონომიკური. ევროკავშირის ელჩის განცხადებაში 75 მილიონიან ევროს სანქციაზე მინიშნება იმის დამადასტურებელია, რომ თუ ქვეყანაში რეფორმები არ გატარდა, მას დახმარება, მათ შორის ფინანსური დახმარება არ ექნება, რაც თითოეული ჩვენი მოქალაქის ცხოვრების დონეზე ძალიან მძიმედ აისახება", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

სწორედ ამ კონტექსტში ოპოზიციონერმა დეპუტატმა განმარტა, რომ დღეს ბიუჯეტიდან დახარჯულია 13 მილიარდი ლარი, საიდანაც გადასახედებიდან მხოლოდ 7 მილიარდია მობილიზებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ფინანსური სისტემა აგებულია საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერაზე.

"მათ მიმართ ასეთი აგდებული დამოკიდებულება ნიშნავს, რომ აინტერესებთ არა ქვეყნის ბედი, არამედ ძალაუფლების შენარჩუნება", - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" არის შარლ მიშელის შეთანხმების ერთგული იმ გამონაკლისით, რომ მხარს არ უჭერს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული დამნაშავეების ამნისტირებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო