ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 15 დღის ჩვილი მოათავსეს, რომლის ინფიცირების წყარო ნათესავები არიან

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 15 დღის ჩვილი მოათავსეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განუცხადა, ჩვილის ინფიცირების წყარო ნათესავები არიან, რომლებიც ჩვილის სანახავად იმყოფებოდნენ. მისივე ინფორმაციით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, მონიტორინგის ქვეშ იმყოფება.

„ ბავშვის სანახავად იყვნენ ნათესავები, იქიდან მოხდა დაინფიცირება. ბავშვი ამჟამად არ არის მძიმე, უბრალოდ, ძალიან პატარა არის, 15 დღის, რეანიმაციის განყოფილებაში დაკვირვების და მონიტორინგის ქვეშ არის“,-აღნიშნავს მაია ჩხაიძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა