"მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერები ეუთო/ოდირის საარჩევნო მისიის ხელმძღვანელსა და პოლიტიკურ მდივანს ხვდებიან

"მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერები ეუთო/ ოდირის საარჩევნო მისიის ხელმძღვანელსა და პოლიტიკურ მდივანს ხვდებიან. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა, შეხვედრაზე ისაუბრებენ სამ ძირითად თემაზე, მათ შორის, წინასაარჩევნო გარემოსა და იმაზე, რომ პარტიის სიის წევრებთან მიმართებით გარკვეული წნეხი ხორციელდება,იმ მიზეზით, რომ სიიდან გავიდნენ.

“პირველი, ეს არის პოლარიზებული გარემო, მათ შორის, მედიაგარემო, რომელიც დღეს არის წინასააჩევნოდ. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ გვაქვს ფაქტები, როდესაც ჩვენი სიის წევრებთან მიმართებაში გარკვეული წნეხია იმისთვის, რომ მათ დაწერონ განცხადება და სიიდან გავიდნენ, ამაზე მუშაობა ინდივიდუალურად გვიწევს. მესამე - საარჩევნო კომისიების საკითხია, სადაც კითხვის ნიშნებია პროფესიონალურ კვოტებთან დაკავშირებით. ასევე,კოვიდუსაფრთხოების პრობლემები, რომელიც აშინებს საკმაოდ ბევრ კომისიის წევრსაც და ამაზე,ზოგადად, უფრო აქტიური მუშაობაა საჭირო,იგივე აცრის, საზოგადოების დაწრმუნების კუთხით, რომ არჩევნების დღეს არ იქნება პრობლემა კოვიდთან დაკავშირებით”. აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს