„მესამე ძალა-სტრატეგია აღაშენებელი“ ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა

პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალა-სტრატეგია აღაშენებელი“ ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა. როგორც გიორგი ვაშაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საუბარი ქვეყანაში არსებულ მძიმე პოლიტიკურ ვითარებას შეეხო.

ვაშაძის თქმით, პოლიტიკურმა პლატფორმამ ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრა ცალკე ფორმატში ითხოვა, რაც მისი თქმით, ორპოლუსიანი წრის გარღვევას გულისხმობს.

„შევხვდით ამერიკელ კონგრესმენებს, ვისაუბრეთ იმ მძიმე ვითარებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, რეფორმებზე, რომელიც საქართველოს სჭირდება, არჩევნებზე, რომელიც არის მნიშვნელოვანი საქართველოს დასავლური არჩევანისთვის და რაც მთავარია იმ პოლარიზებულ გარემოზე, რომელიც უნდა დასრულდეს. ასევე ვისაუბრეთ „მესამე ძალის“ იდეაზე, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გავარღვიოთ ეს ორპოლუსიანი მოჯადოებული წრე.

ჩვენ, „მესამე ძალამ“, მათთან ცალკე შეხვედრა ვითხოვეთ, რადგან ცალკე ვპოზიციონირდებით და გვსურს, რომ ეს ორპოლუსიანი მოჯადოებული წრე გავარღვიოთ“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა