გიგა ბოკერია - „ქართული ოცნების“ არ შესრულებული ვალდებულებები კიდევ უფრო აშორებს საქართველოს ევროატლანტიკური სივრციდან

ის მინიმალური მოთხოვნებიც კი რომელიც, იყო დოკუმენტში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, ფეხებზე დაიკიდეს, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია გენერალური პროკურორის არჩევის წესზე „ქართული ოცნების“ მხრიდან უარს.

მისი თქმით, ეს არის აშკარა საფრთხე ქვეყნისთვის.

„ეს ყველაფერი ხდება ჩვენი ქვეყნის მომავლის ხარჯზე, იმიტომ რომ ეს სახე საქართველოსი, რომელსაც ხელისუფლება წარმოადგენს საერთაშორისო ასპარეზზე, არის ზიანის მომტანი ყველა ჩვენი მომავალი ეროვნული ამოცანისთვის. ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების აშკარა და მიზანმიმართული დაზიანება ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან. მე არ მქონდა ილუზია, რომ რაიმე რეფორმა შესაძლებელია ამ რეჟიმის პირობებში, მაგრამ ასე უტიფრად მოქცევა ძალის დემონსტრირებისთვის და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის დე-ფაქტო ქვეყნის გადაყვანა იმ რელსებზე, რომელსაც მიჰყავხარ პირდაპირ პუტინის რუსეთამდე და ლუკაშენსკოს რეჟიმამდე, ეს არის აშკარა საფრთხე ქვეყნისთვის. ამიტომ უნდა ვთქვათ ჩვენ ჩვენი სიტყვა ამ არჩევნებზე და ამის შემდეგ უკვე ის ზეწოლა, რომელიც თავისუფალი სამყაროდან მოდის ლეგიტიმურად დაეყრდნობა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოხატულ ნებას ქართველი ხალხისა. ასეთ წეზოლას უკვე ქვეყნის შიგნით და გარეთ ეს რეჟიმი ვერ გაუძლებს. როდესაც ავტორიტარულ რეჟიმს შთაბეჭდილება რჩება, რომ სუსტის პოზიციიდან ელაპარაკები, ეს ახალისებს მეტ უტიფრობას. ამის მაგალითია, რომ ის მინიმალური მოთხოვნებიც კი რომელიც ჩემი აზრით, არასაკმარისი იყო რბილად რომ ვთქვა დოკუმენტში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, ფეხებზე დაიკიდეს", - განაცხადა ბოკერიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა