გიორგი ხელაშვილი - გენერალური პროკურორის არჩევის წესი კონსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოებიდან არ უნდა გადიოდეს

გენერალური პროკურორის არჩევის წესი კონსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოებიდან არ უნდა გადიოდეს - "ქართული ოცნება" საკითხს სწორედ კონსტიტუციიდან გამომდინარე მიუდგა, - აღნიშნული განცხადება "ქართული ოცნების" დეპუტატმა გიორგი ხელაშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით, ევროპის ქვეყნებში, საითკენაც საქართველო მიისწრაფვის, გენერალურ პროკურორებს კვალიფიციური უმრავლესობით არ ირჩევენ. როგორც ხელაშვილი განმარტავს, ამგვარი წესის შემოტანა დემოკრატიისათვის საშიშია, რადგან ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ხელისუფლებას დაკარგავს, ოპოზიციაში დარჩენის შემთხვევაში, ძველი გენერალური პროკურორის განუსაზღვრელი ვადით დატოვება შეეძლება.

"აშშ-ს საელჩოს განცხადება იმ კონტექსტში უნდა დავინახოთ, რომ შეუქცევადია საქართველოს პროგრესი სასამართლოსა და სამართალდაცვის რეფორმის გზაზე. ბუნებრივია, არის გარკვეული შენიშვნები. რაც შეეხება სპეკულაციებს იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართულმა ოცნებამ" რამე არ შეასრულა და რაიმე დაპირება გატეხა, არის არასწორი. 19 აპრილის შეთანხმების გაუქმება, ანულირება ოპოზიციის მიზეზით მოხდა. ძალიან ბევრი დრო იყო იმისთვის, რომ მათ შეთანხმებისთვის ხელი მოეწერათ, რაც არ მოხდა. შესაბამისად, შეთანხმება ანულირებულია. ამიტომ "ქართული ოცნება" გენერალური პროკურატურის არჩევის საკითხს მიუდგა არა პოლიტიკური კონსენსუსის, არამედ სამართლებრივ-კონსტიტუციური საფუძვლების მიხედვით. გენერალური პროკურორის არჩევასთან დაკავშირებით წარმოდგენილი ცვლილება რომც მიგვეღო, ის სამართლებრივად ძალაში 2024 წლისთვის შედიოდა, ხოლო პრაქტიკულად - 2026 წლისათვის, ვინაიდან გენერალური პროკურორი ამ პერიოდით არის არჩეული. ყოველგვარი კრიტიკა, რომ ჩვენ განუსაზღვრელი ძალაუფლება ჩავიგდეთ ხელში, სრულიად გაუგებარია", - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა