ზურაბ აბაშიძე - არსებული გამოწვევების დასაძლევად ზუსტი ხედვა და განვითარების თანმიმდევრული გეგმა გვაქვს

„ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე ინგოროყვას ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა, მათ სამომავლო გეგმები გაუზიარა და უბანში არსებული ვითარების გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილი პროექტები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, მას, კახა კალაძის გუნდთან ერთად, არსებული პრობლემების დაძლევის კუთხით კონკრეტული ნაბიჯები და განვითარების გეგმა უკვე შემუშავებული აქვს.

„მთაწმინდა ჩვენი დედაქალაქის ისტორიული და კულტურული ცენტრია, თავისი არქიტექტურული ძეგლებით, შენობებით, ტრადიციული გარემოთი, გამორჩეული ადამიანებით. ამ განსაკუთრებულ უბანს განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ კახა კალაძის მერობის პერიოდში რაიონის განვითარების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, გამოწვევები კვლავაც რჩება.

არსებული გამოწვევების დასაძლევად, ახალი საარჩევნო პროგრამის ფარგლებში, ზუსტი ხედვა და განვითარების თანმიმდევრული გეგმა გვაქვს, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების" გუნდთან ერთად განვახორციელებთ, თბილისში მეტი სიცოცხლისთვის“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრებში მონაწილეობა მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემაც მიიღო.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა