პოლონეთის მედია ავღანეთიდან ჰუმანიტარული და საევაკუაციო პროცესების მართვაში საქართველოს ჩართულობას ეხმაურება

ევროკავშირის ელჩი საქართველოში: ავღანეთიდან ევაკუაციის მხრივ გაწეული მხარდაჭერისთვის საქართველოს მადლობას უხდის, - ამ სათაურით სტატია პოლონურ საინფორმაციო ელექტრონულ პორტალზე „KRESY24" განთავსდა.

სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთიდან ხალხის ევაკუაციის დროს გაწეული მხარდაჭერისთვის და მსგავსი განცხადება გააკეთა საქართველოში აშშ-ს ელჩმაც.

„საქართველომ დადებითად უპასუხა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის (კერძოდ, „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“, „საერთაშორისო სავალუტო ფონდი“, „მსოფლიო ბანკის“) თხოვნას, მათი პერსონალის ევაკუაციაში დახმარების გაწევისა და შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე დროებითი განთავსების თაობაზე. თბილისის აეროპორტში განლაგებული იყო ნატოს თვითმფრინავები, რომლებიც ყოველდღიურად დაფრინავდნენ ქაბულში და 2000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა“, - აღნიშნულია სტატიაში.

ადგილობრივმა მედიამ ასევე გააშუქა ინფორმაცია, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთიდან ევაკუაციაში დახმარებისთვის საქართველოს ხელისუფლებას მადლობას უხდის.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს