ირაკლი ღარიბაშვილმა NDI-ის  თავმჯდომარე მადლენ ოლბრაიტთან ონლაინ შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თავმჯდომარე მადლენ ოლბრაიტთან ონლაინ შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მადლენ ოლბრაიტმა ირაკლი ღარიბაშვილს ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მთავრობის მეთაურმა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თავმჯდომარემ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლენ ოლბრაიტს პანდემიის მიუხედავად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამკვირვებლების გამოგზავნისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზად არის, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში. პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თვითმმართველობის არჩევნებს რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო ორგანიზაცის წარმომადგენელი აკვირდებოდეს, რათა არცერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩეს.

ონლაინ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არჩევნებამდე საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გრძელვადიანი დამკვირვებლები ესტუმრებიან, რომლებიც ადგილზე იმუშავებენ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე”, - აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ონლაინ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ლიდერები და ყოფილი დიპლომატები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა