შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარე - საარჩევნო კოდექსის რეფორმა მნიშვნელოვანია - შვედეთი რჩება საქართველოს ევროპული ამბიციების მხარდამჭერად

საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაცია და საარჩევნო კოდექსის რეფორმა მნიშვნელოვანია. მე ვარ ოპტიმისტურად განწყობილი და შვედეთი რჩება საქართველოს ევროპული ამბიციების მხარდამჭერად, - ამის შესახებ შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ანდრეას ნორლენმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ორი ქვეყნის პარლამენტის სპიკერის შეხვედრა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ავსტრიაში გაიმართა.

„მე კიდევ ერთხელ დავადასტურებ შვედეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და ჩვენს მხარდაჭერას დემოკრატიული კონსოლიდაციისადმი. ძალიან პოზიტიური მოვლენაა, რომ ყველა პარტია არის წარმოდგენილი პარლამენტში და მუშაობს. ძალიან კარგია დემოკრატიულ სახელმწიფოში, როდესაც ყველა მონაწილეობს და იქმნება კულტურა, როდესაც შეიძლება კომპრომისების პოვნა და საერთო ენის გამონახვა, იმის ნაცვლად, რომ პარტიები მუდმივად ერთმანეთს ებრძოდნენ.

ჩვენ ვნახეთ პოზიტიური განვითარება, როდესაც საქმე ეხება დემოკრატიულ კონსოლიდაციას. ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია ამ პროცესის გაგრძელება, რადგან ეს არის ევროინტეგრაციის ერთ-ერთი ქვაკუთხედი. საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაცია და საარჩევნო კოდექსის რეფორმა მნიშვნელოვანია. მე ვარ ოპტიმისტურად განწყობილი და შვედეთი რჩება საქართველოს ევროპული ამბიციების მხარდამჭერად“, - განაცხადა ანდრეას ნორლენმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო