შანაი ბრუკის მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატი - ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანენ, შევხვდები და ჩამოვყალიბდები დეტალებზე

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობისთვის ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვი მისმა ადვოკატმა სოფიო გოგლიჩიძემ დიღმის მთავარ სამმართველოში მოინახულა, თუმცა, როგორც ადვოკატი ამბობს, მას ბრალდებულთან პირისპირ საუბრის საშუალება არ მიეცა და მისი დროებითი დაკავების იზოლატორში გადაყვანა მოითხოვა.

სოფიო გოგლიჩიძის თქმით, მისთვის საქმის მასალები ჯერ არ გაუცნიათ და მხოლოდ დაკავების ოქმი გადასცეს.

"ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ, დაკითხვას აპირებდნენ და ვინაიდან, არ მომეცა საშუალება, რომ ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს შევხვედროდი ერთი-ერთზე, რომ ჩვენს შორის საუბარი ყოფილიყო კონფიდენციალური, ამიტომ მოვითხოვე, იგი გადაყვანილი იქნეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, გადაიყვანენ და მას შევხვდები და ამის შემდეგ ჩამოვყალიბდები დეტალებზე.

საქმის მასალები ჯერ არ გაუცნიათ, დაკავების ოქმი გადმომცეს, მას გავეცანი მხოლოდ და ვნახე რომელ საათზე იყო დაკავებული.

მოგეხსენებათ, სამმართველოში არ არის იმის შესაძლებლობა, რომ ერთი ერთზე დავრჩენილიყავით, თავად ბრალდებულის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამიტომ თანმხლები პირების გარეშე ვერ მოხდებოდა ჩვენს შორის საუბარი.

გამომძიებელმა მითხრა, რომ არანაირი საქმე აღარ აქვთ მასთან და ახლავე გადაიყვანენ და დღესვე ვაპირებ შესვლას", - განაცხადა სოფიო გოგლიჩიძემ.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ავსტრალიის მოქალაქის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როცა შანაი ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა