ნათია თურნავა Camille Bloch-ის პრეზიდენტს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა შოკოლადის მწარმოებელი შვეიცარიული კომპანიის Camille Bloch-ის პრეზიდენტს, დანიელ ბლოხს შეხვდა, სადაც საუბარი კომპანიას და ქართულ მხარეს შორის თანამშრომლობას, მათ შორის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, შეეხო.

ნათია თურნავას თქმით, მისასალმებელია, რომ მსოფლიოში ისეთმა ცნობილმა შვეიცარიულმა კომპანიამ, როგორიც Camille Bloch-ია, საქართველოში თხილის პლანტაციის ინოვაციური მეთოდით გაშენება და საკუთარი წარმოების სწორედ საქართველოში გაფართოება გადაწყვიტეს.

მისივე თქმით, კომპანიამ სწორედ საქართველო შეარჩია იმ პლატფორმად, სადაც რამდენიმე ათეულ ჰექტარზე ინოვაციური მეთოდით გაშენებული თხილის პლანტაცია ექნებათ და ათობით ადამიანს დაასაქმებენ.

„ჩვენ მზად ვარ მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ და დავეხმაროთ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მათ შორის დასაქმებული ადამიანების დატრენინგებასა და ახალი ცოდნის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში. ეს არის ზოგადად ის სიკეთე, რაც მოაქვთ ევროპელ ინვესტორებსა და ევროპულ ინვესტიციებს საქართველოსთვის არა მხოლოდ ახალი სამუშაო ადგილების შექმნით და ინვესტიცით, არამედ ახალი ცოდნის, ახალი ტექნოლოგიის დანერგვით, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სფეროში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შოკოლადის მწარმოებელმა შვეიცარიულმა კომპანიამ Camille Bloch კახეთის რეგიონში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, 40 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა და 50 ჰა მიწის ფართობზე, ინოვაციური ტექნოლოგიით თხილის ბაღების გაშენება დაიწყო.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კომპანია თხილის პირველ მოსავალს 2025 წლისთვის ელოდება.

შვეიცარიულმა კომპანია „კამილ ბლოხმა“ საქართველოში ინვესტიციის განხორციელების გადაწყვეტილება სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების გუნდისა და შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს აქტიური მხარდაჭერით მიიღო. სააგენტო აგრძელებს კომპანიის მხარდაჭერას და ეხმარება პროექტის განხორციელებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო