დავით ჭიჭინაძე - ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციური ცვლილებები კი არა, ხელისუფლების ცვლილებაა საჭირო

ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციური ცვლილებები კი არა, ხელისუფლების ცვლილებაა საჭირო, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ვერ აცნობიერებს იმას, რომ ქართველი ხალხი მთავრობას უნდობლობას გამოუცხადებს და პროტესტს ქუჩაში გამოხატავს.

„ცეცხლს ეთამაშება "ოცნების" მესაფლავე და ჯერ ვერ გაუგია. პარლამენტის მიერ გამოცხადებული მთავრობის უნდობლობა კი არ არის საშიში, საშიში მაშინ ხდება, როდესაც ხალხი აცხადებს უნდობლობას და ქუჩაში გამოდის, არადა, აქეთ მიაქანებს ყველაფერს კობახიძე. მოკლედ, ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციური ცვლილებები კი არა, ხელისუფლების ცვლილებაა საჭირო. იმ "ქართული ოცნების" ცვლილება, რომლის პირველი პირები 3 მილიარდით ისე გამოძღნენ, 75 მილიონს ფულად აღარ თვლიან, მითუმეტეს ისეთ გაღარიბებულ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკისთვის ყველა თეთრი მნიშვნელოვანია ხალხმა სული რომ მოითქვას, სამუშაო ადგილები რომ შექმნას“,-აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

დავით ჭიჭინაძის კომენტარს „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს