Extra.ge-მ განახლებული პლატფორმა შექმნა

Extra.ge-ის განახლებულმა პლატფორმამ სრულიად სხვა ხარისხში გადაიყვანა ონლაინ კომერცია საქართველოში. შეუდარებელი ძებნის ფუნქცია, ვებგვერდის დიზაინი, სწრაფი მიწოდების მომსახურება და მომხმარებელზე ორიენტირებული გუნდი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს შენი ონლაინ შოპინგის გამოცდილებას.

Extra.ge არის სივრცე, სადაც საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლია შეიძინო ნებისმიერი რამ - ძაფით დაწყებული სარეცხი მანქანით დამთავრებული.

ამასთან, 30 სექტემბრის ჩათვლით, Mastercard-ით გადახდისას ნებისმიერ შენაძენზე მოქმედებს 30%-იანი ქეშბექი და უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით.

მუდმივად სიახლის ძიების პროცესში, Extra.ge-მ შეძლო განსხვავებული, სანდო და საჭირო მახასიათებლები გაეერთიანებინა, რის შედეგადაც, სამომხმარებლო გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეიქმნა განახლებული დიზაინი.

ძიების ფუნქცია Extra.ge-ზე საგრძნობლად გამარტივებული და შედეგიანია. რჩეული ნივთის პოვნა სასურველი მახასიათებლების მიხედვით, გაფილტვრის ფუნქციითაც შეგიძლია.

მნიშვნელოვანია სწრაფი და ხარისხიანი მიწოდების სერვისი ნივთის შეძენის შემდგომ. ამიტომ, სასურველ პროდუქციას თბილისში ორი, ხოლო რეგიონში მაქსიმუმ ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში მიიღებ.

გადახდის მეთოდის არჩევაც შენს სურვილზეა დამოკიდებული. შეგიძლია გადაიხადო ნებისმიერი ბანკის ნებისმიერი ბარათით. ასევე მიუთითო კურიერთან ანგარიშსწორება, სასურველი ბანკის განვადებით. ნივთის შესაძენად, ასევე, შესაძლებელია პლუს ქულების გამოყენებაც. დახმარების საჭიროების შემთხვევაში კი, მრჩეველთა გუნდი მზად არის ნებისმიერ კითხვას მყისიერად და ამომწურავად უპასუხოს. ისინი დაგეხმარებიან შეარჩიო, შეიძინო და მიიღო ინფორმაცია იმ საკითხზე, რომელიც გაინტერესებს.

იშოპინგე მარტივად საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, ნებისმიერი მოწყობილობიდან და გამოსცადე საუკეთესო მომსახურეობა საქართველოში.

(R)

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება