მიხეილ სარჯველაძე - ის, თუ რომელ პარტიას ეკუთვნოდა შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული, არ ქმნის რაიმე ინსინუაციების მიზეზს - თუ ბრალი მიუძღვის ამ დანაშაულში, პასუხს აგებს

ის, თუ რომელ პარტიას ეკუთვნოდა შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული და როგორი იყო მისი მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში, არ ქმნის რაიმე ინსინუაციების მიზეზს - თუ ბრალი მიუძღვის ამ დანაშაულში, პასუხს აგებს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ავსტრალიელი მოქალაქის შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული "ქართული ოცნების" წევრია.

მისი თქმით, ამ საქმეზე გამოძიებას გაჭიანურებულს ვერ დაარქმევს.

"მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და ქართულ პოლიციას, პირადად ვახტანგ გომელაურს მადლობა გადავუხადო ოპერატიულად ჩატარებული გამოძიებისთვის და იმ შედეგისთვის, რომელიც დადგა.

მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, პოლიტიკური პრეფერენციებისა სამართალი აღსრულდება და ეს არის გარდაუვალი ჭეშმარიტება და ღირებულება, რომელსაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება ემსახურება ერთგულად.

რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ როგორი პოლიტიკური პრეფერენციები ჰქონდა ამ კაცს, მე მას სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცნობ და შესაბამისად, არ შემიძლია ამასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია მოგაწოდოთ. მიუხედავად იმისა, თუ რომელ პარტიას ეკუთვნოდა და როგორი იყო მისი მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში, ეს არ ქმნის რაიმე ინსინუაციების მიზეზს, მთავარია, რომ დამნაშავე რეალურად დაისაჯოს, თუ მას ბრალი მიუძღვის ამ დანაშაულში, ის პასუხს აგებს როგორც ეს განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით.

რაც შეეხება შემდგომ ისეთი დასკვნების გამოტანას, როგორიც არის კრიმინალურ გარჩევებში მონაწილეობა, ამის თაობაზე ინფორმაციას არ ვფლობ, ზოგადად, კი, "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის ნამდვილად მიუღებელია კრიმინალური ცხოვრების წესი, ეს არის წარმოუდგებელი რამ, რასაც მთლიანად ვემიჯნებით და ვებრძვით. არასწორია ეს ბრალდებები, აბსოლუტურად არათავსებადია "ქართული ოცნების" პრინციპებთან და ზოგადად პოლიტიკასთან, რომ რაიმე ფორმით შეიძლება წახალისებული იყოს კრიმინალური ცხოვრების წესი,"- განაცხადა სარჯველაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა